ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც  კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დეპუტატებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებების გადანაწილების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის  წერილები განიხილეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე დეპუტატებმა
თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ. 

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი