მკვლელობა ნაჯახით – 25 წლის ქალმა, რომელმაც მეუღლე შვილების წინ მოკლა, ციხე ერთ წელში დატოვა

ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულმა 25 წლის თურქან ქერიმოვამ საპატიმრო დატოვა. ახლა ის შვილების დაბრუნებისთვის იბრძვის, რომლებიც ამ დრომდე მისი მეუღლის მშობლების ოჯახში ცხოვრობენ.

შავი ჩაი ასკილით

33 წლის რუსლან ქერიმოვი შვილების წინ თურქან ქერიმოვამ ნაჯახით მოკლა. ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თურქან ქერიმოვამ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მკვლელობა ნაჯახით მან აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. მტკიცებულება კი სასამართლო ექსპერტიზა გახდა, რომელმაც დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებულის აფექტური მდგომარეობა დაადასტურა.

მოკლულის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ქალი აფექტურ მდგომარეობაში არ ყოფილა, მას წინასწარ ჰქონდა განზრახული ქმრის მკვლელობა და სწორედ ამიტომ შეიტანა საძინებელში ნაჯახი. რუსლან ქერიმოვის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელს სასჯელი გავლენიანი ნათესავების დახმარებით შეუმსუბუქეს.

ქერიმოვას ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა, რაც აფექტის მიზეზი და მკვლელობის მოტივი გახდა.

loading…

პოპულარული

“ჩაჩავას”, "იაშვილის", "ღუდუშაურის" და "იმედის" სამშობიაროები დაჯარიმდა - 5 კლინიკას სტატუსი შეუჩერდა
11 წლის გოგონას 20-მდე მამაკაცი 7 თვის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა - შემზარავი შემთხვევა ინდოეთში
მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა (ფოტოები)
"ხვალ იყავით ყველაფრისთვის მზად" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი