ქიმებმა კაცის ტვინიდან 12-სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანეს

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ექიმებმა პაციენტის ტვინიდან 12-სანტიმეტრიანი თასმისებური ჭია ამოიყვანეს. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს. 

ვან ლეიმ თავი ცუდად ჯერ კიდევ 2007 წელს იგრძნო. მისი სხეულის მარცხენა ნაწილი მგრძნობელობას კარგავდა. გარდა ამისა, ის ხშირი თავის ტკივილისგან იტანჯებოდა.

კაცმა რამდენიმე ექიმს მიმართა, რომლებიც მისი დაავადების დადგენას ცდილობდნენ. სწორედ მაშინ მას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მედიკამენტების მიღების მიუხედავად, ლეის მდგომარეობა უარესდებოდა. 

2018 წელს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მის ტვინში უკვე 15 წელია თასმისებური ჭია ბინადრობს. ეს პარაზიტები ჩვეულებრივად ძაღლებისა და კატების მუცელში ბუდობენ, ადამიანებში კი- იშვიათად.

თავდაპირველად, ექიმებმა მას მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნეს, რადგან ოპერაცია რისკს წარმოადგენდა, თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, რის შემდეგაც სპეციალისტებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს.

ამჟამად კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

loading...

პოპულარული

მოქმედ პრემიერსაც უშვებენ? - გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი გახარიას ლილუაშვილით ცვლის
ქეთა თოფურია ლევ დენგოვისგან შვილს ელოდება? (ფოტო)
უშედეგო კონტრშეტევა და გადამწვარი ტექნიკა- რუსულმა და სირიულმა ავიაციამ თურქული ჯავშანტექნიკა გაანადგურა (ვიდეო)
"სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ..." - მაიკო კაჭკაჭიშვილი სასწრაფო დახმარების ექიმებს
დაწერე კომენტარი