ხელისუფლება ევროსასამართლოს „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას სთხოვს

„რუსთავი 2“-ის საქმე – იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს ძალაში შესვლას გამოიწვევს.

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნაა, რომ კომპანია „მის კანონიერ მესაკუთრეს – ქიბარ ხალვაშს“ გადაეცეს. აღნიშნული დოკუმენტი ტელეკომპანიის იურისტისთვის მისაწვდომი გუშინ გახდა.

ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოზე ზეწოლას სწორედ „რუსთავი 2“ ახდენს, არგუმენტად კი „ევროპული საქართველოს“ განცხადება მოჰყავს, სადაც პარტია ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.

„რუსთავი 2-ის“ იურისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

„ერთადერთი, რასაც მთავრობა აღიარებს, არის ის, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად პოპულარული არხია. ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობას არ ემუქრება საფრთხე, რომ „რუსთავი 2“ ხშირად არის კრიტიკული მთავრობის მიმართ, მაგრამ ამბობს, რომ თუ ვინმე თავდასხმას ახორციელებს, ეს თავად „რუსთავი 2“-ია, რომელიც მოსამართლეებს თავს ესხმის და ის არის ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხი. არხი რომ თავად ახორციელებს ჟურნალისტებზე ზეწოლას, ამის მაგალითად მოჰყავთ უკანასკნელი პერიოდის მაგალითები, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები, სადაც ისინი გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში და ასევე აკაკი გოგიჩაიშვილის Facebook პოსტების ე.წ. სქრინშოტები, სადაც ის საუბრობდა ნიკა გვარამიას მხრიდან თითქოს ზეწოლაზე, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი და ამის გამო წავიდა ტელევიზიიდან,“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

პოპულარული

"ზურგით ვათრევდი პადვლიდან პროდუქციას და არავინ დაინტერესებულა, შენ კაცი ხარ, ქალი თუ ხარი ხარ" - "სპარის" კონსულტანტი გოგონას ვიდეომიმართვა
"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
20 ტიპის მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იქონიო
27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება
დაწერე კომენტარი