ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები კრწანისში

თბილისის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით – რეპელენტით შეიწამლა. შეწამვლის პროცესს ადგილზე ეცნობოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება. „პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა. დედაქალაქში გველების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურის მატებასთან ერთად იწყება. ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

იტვირთება…

პოპულარული

9 დღის წინ, გორიდან გაუჩინარებული დები რუსთავში იპოვეს
"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო და მ.კ. ს-თან ერთად წინასწარ დაგეგმა რაც უნდა მომხდარიყო"- ზაზა სარალიძე სუბელიანს პასუხობს
17 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
მოსკოვში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული
დაწერე კომენტარი