“ქვეყნის ინტერესში არ შედის ამ ადამიანმა რომ კანონის წინაშე პასუხი აგოს… მის თავისუფლებაზე სამოქალაქო მშვიდობა გაიცვლება…”

თემაზე პასუხი უნდა აგოს თუარა ივანიშვილმა დანაშაულებებზე ნიკა გვარამია და მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელშ საუბრობენ: გთავაზობთ ფრაგმენტს:

Nika Gvaramia (რატომღაც ვეღარ გთაგავ) ძალიან მაინტერესებს-რატომ თვლი რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა ჩაჯდეს ციხეში? მითუფრო იმ აურაცხელ დანაშაულთა ფონზე,რომელთაგან ერთერთი დღეს შენს საავტორო გადაცემაშიც გაჟღერდა?
თუმცა ეს ყველა შემთხვევაში დასავლეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური მოსამართლეების პრეროგატივაა,მაგრამ თუ ივანიშვილი არ უნდა ჩაჯდეს,მაშინ მასზე ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე დამნაშავეები რა ნიშნით უნდა გასამართლდნენ?
და ბოკერიას რაღას ვსაყვედურობთ მაშინ?
პატივს დამდებ თუ მიპასუხებ.

– მე არასდროს არ მითქვამს, რომ მისი დანაშაულები უნდა დავივიწყოთ. აი რა შედეგი უნდა დადგეს, ეს გარემოებებს და ქვეყნის ინტერესებს გააჩნია

-რომ ჩაა-ზუსტო? ვერ გავიგე წინადადების ბოლო ნაწილი.ქვეყნის ინტერესში არ შედის ამ ადამიანმა რომ კანონის წინაშე პასუხი აგოს? თუ გულისხმობ ისეთ სიტუაციას,როდესაც მის თავისუფლებაზე სამოქალქო მშვიდობა გაიცვლება?

– თუნდაც ეგ, ან სხვა მიზეზი. არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილის პატიმრობაზე აღმატებული საქვეყნო ინტერესი არსებობდეს, მაგალითად სისხლისღვრის თავიდან არიდება და ა.შ. გამორიცხული არაფერია, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია

დაწერე კომენტარი