ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და გადაყენების მიზეზი – ოპოზიცია გიორგი ქობულიასთან შესახვედრად ემზადება

გიორგი ქობულია

მთავრობიდან გაშვებული მინისტრი, დღეს დეპუტატების წინაშე პირველად ალაპარაკდება. უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გიორგი ქობულია პარლამენტში მაინც მივა.

ქობულია დამოუკიდებელი დეპუტატების მიწვევას დათანხმდა და აპირებს, ყველა დაინტერებულ დეპუტატს, მისი გადაყენების მიზეზები აუხსნას. ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება და ყოფილი მინისტრისგან ამომწურავი პასუხების მიღებას ელის. 

„ერთ-ერთი მთავარი კითხვა, ალბათ არის მისი ხედვა ეკონომიკური. რა ბარიერებს ხედავდა, რაც მან განაცხადა, რომ გარკვეული დაბრკოლებები რომ არ იყოს უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარბა და ზრდა ექნებოდა ქვეყანას და, მისი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, გაუშვეს თუ წავიდა? თუ გაუშვეს ვინ გაუშვა და რატომ,“- აცხადებს ლევან კობერიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის კითხვებიც იმ პროექტებზე შეეხება, რომელთა გაჩერებაზეც ყოფილმა მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისაუბრა. ოპოზიციაში აინტერესებთ ყოფილი მინისტრის აზრი, რას თვლის ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ შემაფერხებელ მიზეზად. 

„მან ფაქტიურად განაცხადა,რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება შეფერხება იმ პროექტების, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შეკითხვები კონკრეტულად, რა პროექტებს გულისხმობდა ბატონი ქობულია და იმედი გვაქვს, რომ ის ბევრად უფრო ამომწურავად ისაუბრებს ამ პრობლემებზე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ გიორგი ქობულია  როცა მინისტრი იყო ბევრად უფრო კარგ ფერებში ხედავდა პროცესებს. მისთვის საინტერესოა  ახლა რას იტყვის მინისტრი ქართული ეკონომიკის ბედზე. დეპუტატი ამბობს, რომ კითხვები კიდევ რამდნიმე სხვა საკითხსაც შეეხება.

„ზოგადად მიზეზებზე მისი წასვლის… ვფიქრობ, მთავრობაში გადაწყვეტილებები მოსვლა-წასვლაზე სწრაფად მიიღება, მაინც რამ განაპირობა მისი ჩამოყვანა, რა გეგმა იყო და ახლა, როცა ის მიატოვებს ეკონომიკას, როგორ იქნება საქმე მომავალში,“-ამბობს წერეთელი.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი