“ქვეყანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას” – ზურაბ გურული სომხეთის დახმარებაზე

გურული

ქვეყანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას – ამის შესახებ ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქეყნებს.გურულის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, ისევ თანამდებობაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კოლეგები ენდობიან და მისი აზრიც გაზიარებულია.

“ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად რომ გააჟღეროს უნდობლობა მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ეს წარმოადგენს ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებას. მართალია ის, თუ მტყუანი, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.თუ იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ისევ რჩება და წარმართავს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას, ეს იმას ნიშნავს რომ პრემიერი და კოლეგები ენდობიან მის ავტორიტეტს. შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობასა და გამჭვირვალობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას, მითუმეტეს, რომ მას უკვე მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ამ ეჭვისა და კრიტიკის გამო. მარტივია” – წერს ზურაბ გურული.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ეჭვქვეშ დააყენა.

პოპულარული

"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
ია ფარულავამ ფილმ "სიყვარული ვენახშის" შემდეგ პირველად მკერდი გამოაჩინა(ფოტო)
დაწერე კომენტარი