“ქვეყანაში ხდება კრიმინალის აღზევება,როცა გვანცა ყუფარაძემ 30 ჭღილობა მიაყენა და მოკლა პრაქტიკულად ადამიანი…”- ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქართველი ბავშვები არიან ნიჭიერებუი, მისი თქმით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბავშვები ძალიან წარმატებულები არიან.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“მე მიცხოვრია ამერიკაში და იქ მცხოვრები ქართველი ბავშვები არიან ვარსკვლავები, ძალიან წარმატებულები, ძალიან კარგები და რა ხდება საქართველოში? კრიმინალური მენტალობა ინერგება ხელისუფლების მიერ. ჩვენ გვყავს კრიმინალური მიდრეკილების ხელისუფლების წევრები.

ქვეყანაში ხდება კრიმინალის აღზევება და ციხიდან დამნაშავეები გამოჰყავთ ხელკავგაყრილები. როცა გვანცა ყუფარაძემ 30 ჭღილობა მიაყენა და მოკლა პრაქტიკულად ადამიანი, უბრალოდ ის შემთხვევით გადარჩა, იმსახურებს იმას, რომ იყოს აღზევებული და ლამის წულუკიანის თანაშემწეობას იმსახურებს. ეს ადამიანი იქნა გასამართლებული და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ადამიანი იყო სწორად გასამართლებული . ესარის ხელისუფლების სტრატეგია, რომ დრეს საქართველოში ხდება კრიმინალის აღზევება”- განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის ” ეთერში

 

 

loading…
გააკეთე კომენტარი!