“ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს”-თამარ ივერი ტაქსისტების საქცელმა აღაშფოთა

მომღერალ თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნბს:

გუშინ საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა,აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი(!!!) მომთხოვაო.საბედნიეროდ,უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40ლარი მივეციო.ამაზე იმ არამზადა მძღოლს მისთვის ჩხუბი აუტეხია…ეს ფული სახლამდე არ მეყოფაო.ამ გამჭრიახ გოგოს მიუგია….შედით ინტერნეტში და ნახეთ,იანდექს ტაქსი საერთოდ 20ლარს იღებს,როგორ არ გრცხვენიათო.ამ გოგომ მითხრა,250 კი არა ჩემს მეგობრებს 385 ლარს სძალავდნენო.ამდენი მსოფლიოში არ ღირს ტაქსი და თქვენი მძღოლები რამ გადარიათო.ბოლობოლო,მთავრობამ იქნებ აუკრძალოს ამ თაღლითებს ეს “ბიზნესი”.ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს.ეს ხალხი მერე სოც.ქსელებში წერს მათი გაბითურების შემთხვევებს და მერე ნელნელა აღმოვაჩენთ რომ ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი…მიუხედავად ჩვენი ხინკალ-ჩურჩხელებისა…მზეზე დადებული ნაყინივით ჩამოგვიდნება.
ადრე თავადაც შევესწარი და ვეჩხუბე თუ როგორ სძალავდა ბათუმში პლაჟის ზედამხედველი 5ლარიან შეზლონგში ტურისტს 20ლარს.სირცხვილია მეგობრებო,თავს გვჭრიან ასეთი ხალხი.ყველა ამ გოგოსავით საზრიანი ხომ ვერ იქნება? ეგ კი არა,ერთ ტურისტს 250$ მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას……..თბილისის ზღვაზე აუყვანია.მადლობა ღმერთს მიხვდა ის კაცი რომ 30წუთში ვერ იქნებოდა შავ ზღვაზე.არამზადები!! იმედია,ტაქსების ამ ახალ რეგულაციებით უფრო გაიწმინდება სიტუაცია!
#თბილისისმერია

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი