„ქენიპწიკვით გოგია“ – წარწერები ზუგდიდის ქუჩებში

გოგია

„ქენიპწიკვით გოგია“ – ამ შინაარსის წარწერები გამოჩნდა დღეს დილიდან ზუგდიდის ქუჩებში, რომელიც კორუფციული გარიგების შინაარსის შემცველ სკანდალურ აუდიოჩანაწერს უკავშირდება.

(„ქენიპწიკვით გოგია“-ს მეგრულიდან ნიშნავს: „ჩავისვარეთ გოგია“. რედ.) ჩანაწერში ბიზნესმენი, ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მონაწილეობით სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

loading…

პოპულარული

რუსთავში, ერთერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ირაკლი ჩხვირკია
“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
აფეთქება რუსთავში - კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია
ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი