“ქართუ“ დავალიანებების ჩამოწერაზე კომენტარს აკეთებს

600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ფონდ „ქართუში“ კომენტარი გაკეთდა. ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ამ წლის ბიუჯეტი უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღნიშნული ფული უკვე დარეზერვებულია. ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ,“ – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

loading…

პოპულარული

„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი