“ქართული ოცნება” რეგიონებიდან თბილისში საჯარო მოხელეების მობილიზებას იწყებს

ეს, შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვა ოპოზიციური პარტიევბის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს.

ქართული ოცნება

რეგიონებიდან დედაქალაქში საჯარო მოხელეების უმრავლესობის (ადგილზე მხოლოდ ვერტიკალი და რამდენიმე, აუცილებელი ქვედა რგოლის მოხელეები დარჩებიან) მობილიზებას იწყებს ორშაბათს სახელისუფლო პარტია “ქართული ოცნება”. 
წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, “ნიუპოსტს” უთხრა, რომ ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში და ფოთში საჯარო მოხელეებმა სმს-ით მიიღეს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად უნდა გამოცხადდნენ თბიულისში წასასვლელად.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რატომ მიჰყავთ თბილისში საჯარო მოხელეები რეგიონებიდან, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვა ოპოზიციური პარტიევბის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს, ასევე, ორშაბათს დაფგეგმილ სასამართლო პროცესს, სადაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირებას და სხვა სამოქალაქო აქტივიზმს ხელისუფლებამ ე.წ. ტიტუშკების მობილიზებითა და ენმ-ს ოფისებზე მათი მეშვეობით იერიშის მიტანით უპასუხა. ოპოზიციის ვარაუდით, საჯარო მოხელეების მობილიზება და ასე მოკლე დროში თბილისში მათ წამოსაყვანად ტრანსპორტირების ხარჯების მოგვარება მიუთითებს, რომ ეს “გამწარებული ხალხის დემარში” ადრევე იყო მოფიქრებული და, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, “ქართული ოცნება” კონტრაქციებს იწყებს, რაც ცუდად დამთავრდება “ოცნებისა”და მისი თავმჯდომარისთვის.
წყარო: ნიუპოსტი

რეკლამა

დაწერე კომენტარი