„რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა”-„ქართული იდეის“ წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას გეგმავენ

გია კორკოტაშვილი

„ქართული იდეის“ წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას გეგმავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა განუცხადა, „ქართული იდეის“ წევრები და მათი მომხრეები ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებიან. მისი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლების გუშინდელი განცხადება ერთგვარი პასუხისმგებლობის მოხსნა იყო. კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მაინც შეიკრიბონ.

შავი ჩაი ასკილით

„რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან – ჩვენ აზრზე არ ვართ ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე „ქართულ იდეას“ შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება“, – განაცხადა კორკოტაშვილმა.

შეგახსენებთ, „თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას აღარ გამართავს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „ქართულმა მარშმა“ დღეს დაგეგმილი აქციები გააუქმა.

ამასთან, როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, “ქართული მარში” აქციას იმ შემთხვეაში, გამართავს, თუ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

“ipn”

იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლი ჰერცოგონიას სტატუსით პირველად გამოჩნდა და დაამტკიცა, რომ სამეფო ოჯახის ღირსეული წევრია (ფოტოები)
"თავდასხმა" პრინც ჰარიზე - რა მოხდა სასექსის ჰერცოგის პირველი ოფიციალური გამოსვლისას (ვიდეო)
"დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი2" - ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა
როგორ დავძლიოთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი უნიკალური ინგრედიენტით
დაწერე კომენტარი