ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში – თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თავის განცხადებას უარყოფს, რომელიც ჰააგის სასამართლოში ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებას შეეხება.

მინისტრი ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროვოკაციაში ადანაშაულებს. წულუკიანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ჯარის პოლიტიზირებას ცდილობს.

თეა წულუკიანი საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ვერ გაიმარჯვებს.

„პროვოკაციას, რომელიც ხორციელდება, არავითარი შედეგი არ უწერია. ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება დადგეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მეორე ტურში, ეს არის მარცხი, მარცხი მათ შორის, არა მხოლოდ დედაქალაქში და დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც, სოფლად და დაბად, იმიტომ, რომ ეს ხალხი უკვე კადრულობს იმას, რომ შეეცადოს ჯარის პოლიტიზირებას, არადა ჯარს ყველაზე კარგად ახსოვს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი