ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს — როგორ ამართლებს კალაძე ოცნების ოფისთან ძალადობას

კახა კალაძე

“ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ”, — ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.

ქართული ოცნების გენერალური მდივნის განცხადებით, თავად ემიჯნება ძალადობას, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ოპოზიციის ორგანიზებულია:

“ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები… რატომ უნდა მოგინდეს, მიხვიდე პარტია ქართული ოცნების ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები, სხვა ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ?.. ეს მიზანმიმართულად ხდება იმისთის რომ მოხდეს დაპირისპირება”.

2 დეკემბრის ღამეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტი დატოვეს და გადმოინაცვლეს ოფისთან, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 აქტივისტი.

ისინი მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ დაეკავებინათ აგრესიული პირები, თუმცა უშედეგოდ. აქტივისტები გინების პასუხად, ქართულ სიმღერებს მღეროდნენ.

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი