“ქალი კი არა,ურჩხულია. ისედაც დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და იმის მაგივრად მთავრობას აგინოს,რომ ეკონომიკა გაანადგურა-ბავშვებს რატომ აჩენთო…”

ქეთი დოლიძე

ერთიანი ნციონალური მოძრაობის წევრი, მაია ორჯონიკიძე ქეთი დოლიშის ინტერვიუს, სადაც რეჟისორი აცხადებდა, რომ ვისაც ძალიან უჭირს ისინი 9-10 შვილს არ უნდა აჩენდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქალი კი არა,ურჩხულია.
ისედაც დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და იმის მაგივრად მთავრობას აგინოს,რომ ეკონომიკა გაანადგურა-ბავშვებს რატომ აჩენთო,ამ არაქალმა” – წერს ორჯონიკიძე.

იხილეთ ქეთი დოლიძის ინტერვიუ:

რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. 

„მე იმ ხალხისა მიკვირს, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს.

ამჟამად საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა არ შეიძლება. თუ ქართველი კაცები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ და ამის შემდეგ დაქორწინდნენ, მე მხოლოდ მივესალმები. უცხოეთში, ყველაზე მოწინავე ქვეყნებში, 30-35 წლამდე ოჯახებს აღარ ქმნიან და ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, როგორიც შვილის გაჩენაა, გააზრებულად დგამენ. მე არ მომწონს, როცა ოჯახს ძალიან ადრეულ ასაკში ქმნიან. ჩემი შვილის მეგობრებს, ვინც 18-20 წლის ასაკში დაქორწინდა, ოჯახი თითქმის ყველას დაენგრა.

მე იმ ხალხისა მიკვირს, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს. რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს – გაჭირვებისა და უმწეოებისთვის? როგორ შეიძლება შვილები სახელმწიფოს იმედად გააჩინო? ადამიანმა იმდენი შვილი უნდა იყოლიოს, რამდენსაც სრულფასოვნად აღზრდის. როდესაც ცნობილი ბიზნესმენი ან შეძლებული ადამიანი აჩენს 5-6 შვილს, მე ამას პირიქით, მივესალმები, მაგრამ ადამიანი, რომელიც ვაგონში ცხოვრობს და ელემენტარული პირობები არა აქვს, მრავალშვილიანობაზე არ უნდა ფიქრობდეს”, – ამბობს “გზასთან” ქეთი დოლიძე.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი