“ქალი ემუქრებოდა, რომ ცოლად მოეყვანა” – ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ისრაელში ემიგრანტმა ქალმა მოკლა

ბიჭი

იანვარს, ისრაელში ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ქართველი ბიჭი მოკლა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გარდაცვლილი 31 წლის, ისრაელის მოქალაქე მიხეილ სულაძეა. 

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ, გამოძიების ვერსიით მის შვილს ემიგრანტი ქალი ემუქრებოდა. 

“ჩემი შვილი 31 წლის 8 ნოემბერს გახდა, 9 წელია რაც ისრაელის მოქალაქეა. ჩემის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკითხულია, ემიგრანტი ქალი, მეგობრები და ახლობლები. გამოძიების ვერსიით, ქალმა ჩემს შვილს დაურეკა და ემუქრებოდა, რომ ცოლად მოეყვანა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ მაქვს, არაფერს მეუბნებიან. მე მე-3 სტადიის ლეიკემია მაქვს, დათვლილი მაქვს წუთები და სანამ ცოცხალი ვარ მინდა, რომ ჩემი შვილი საქართველოს მიწას მივაბარო. 2 წელია რაც ისრაელში ვიმყოფები, მყავს კიდევ ორი შვილი, გოგო და ბიჭი, რომლებიც განადგურებულები არიან”, – ამბობს კატერინა წიკლაური. 

პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი