“ქალი არ უნდა დავამციროთ, ქალზე არ უნდა ვიჭორაოთ.”- დავით ჩუთლაშვილი

“მწვანე სოლიდარობა მოძრაობის” დამფუძნებელი და მწერალი, დავით ჩუთლაშვილი, სოციალურ ქსელში საქართველოში არსებული სექსიზმისა და გენდერული დისბალანსის შესახებ წერს:

cyc

“სექსიზმი არის ისევდაისევ ძალიან დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ქალებს და მამაკაცებს დიდი უნდობლობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ და ამ უნდობლობის საუძველი სქესობრივია, სექსისტური. ჩვენთვის ჩვეულებრივი არ არის განსხვავებული სქესის მქონე ადამიანის სხეული, გარეგნობა, ქცევა, ხასიათი… უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს. გაუცხოება უნდა დავძლიოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ქალი არის მამაკაცის თანასწორი და ქალები უნდა გვიყვარდეს. ქალი არ უნდა დავამციროთ, ქალზე არ უნდა ვიჭორაოთ. ქალის პირად ცხოვრებაზე დამამცირებელ კონტექსტში წარმართული ნებისმიერი ტიპის საუბარი არის უკანასკნელი ღორობა და ჩემს თვალში უკანასკნელი ღორი და ნეხვია ის მამაკაცი, რომელიც ქალებზე ამგვარად ჭორაობს. ღორობაა ნებისმიერი იმ ქალის შესახებ ჭორაობა, ვისთანაც თუნდაც ერთი წუთი გაგვტარებია და რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო დავშორდით. მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, ქალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამცირო. მოსისხლე მტერიც რომ იყოს, მის პირადულს არ უნდა შეეხო.”- ამბობს დავით ჩუთლაშვილი პირად “Facebook” გვერდზე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი