„ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა”

გიორგი კეკელიძე

ხაშურში მომხდარი ტრაგედია, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელმა შეაფასა და განაცხადა, რომ ასე ხდება, როცა ქალი კაცის წინ იტყვის სიტყვას. ქალმა მომხდარში მოკლული დაადანაშაულა. სწორედ აღნიშნულ ქალბატონს ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

“იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.

თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა”. მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
ძალიან ჭკვიანები
და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში”!- წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

პოპულარული

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
„კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან“ – ვახო სანაია თორნიკე შენგელიას
ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ვინ წამოიყვანა თეთრმა „პრიუსმა“ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არაგვის ხიდიდან?
დაწერე კომენტარი