ქალბატონ ნანის რომ გულმა დაარტყას, ვინ აგებს ამაზე პასუხს?! – ლალი მოროშკინა

ნანი ბრეგვაძე-ლალი მოროშკინა

„ნანიმ რომ უარი თქვას კონცერტის გამართვაზე, რამხელა შტრაფები და საურავი დაეკისრება ვინმეს უფიქრია?! დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, იმიტო რომ ისეთი საშინელება ხდება პრესაში და ტელევიზიაში, ვინ აგებს ამაზე პასუხს?!” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ რომ ასეთი დიადი ქალბატონი, აი ამ ყველაფრის გამო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდოთ, რა ქნას ქალბატონმა ნანიმ, სახლი გაყიდოს, რომლის ფულის არ ეყოფა?! 20 და 30 000 დარბაზებია, ეს ხომ არ არის 20 კაციანი დარბაზი?! როგორ შეიძლება კონტრაქტზე უარის თქმა. როგორ შეიძლება, ქალბატონ ნანიზე გადავტეხეთ მთელი უბედურება ქვეყნის”, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, შესაძლოა მოსკოვში, 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის აქამდე არ გადმოუსვენებიათ, გააუქმოს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას” მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ განუცხადა, რომელიც ასევე დაგეგმილი კონცერტის მონაწილეა.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი