“ქალბატონო ნინელი, დღეიდან თქვენ გქვიათ მურტალო”-ნანუკა ჟორჟოლიანი ნინელი ჭანკვეტაძეს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

ქალბატონო ნინელი, დღეიდან თქვენ გქვიათ მურტალო.

შეგახსენებთ , რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ნინელი ჭანკვეტაძის რეაქციას გამოეხმარა:

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნინელი ჭანკვეტაძე სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს.

მსახიობს არ სურს იმაზე ლაპარაკი, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს. საქმე ეხება აუდიო ჩანაწერებს, რომელიც გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გადაცდომასა და დანაშაულზე საუბრობს.

მათ შორის ამბობს იმასაც, რომ მას აქვს კომპრომატები ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩანაწერში საუბარია ხორავას საქმის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზეც.

ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ აქვს თუ არა ჭანკვეტაძეს კითხვები მის მიერვე მხარდაჭერილ მმართველ პარტიასთან უცნობია.

„თავი დამანებეთ და მომცილდით ძალიან გთხოვთ. ნუ შემაწუხეთ. არც ერთ სიტყვას, ძალიან გთხოვთ მომცილდით, არ გესმით რასაც გეუბნებით? კითხვები მაქვს და ვსვამ ამ კითხვებს თქვენს გარეშე,“-აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.

ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლის შესახებაც “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი