თბილისის ვაკის რაიონში, ქავთარაძის #25-ში III საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 16 სართულიან სახლში 80 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ეს არის ვაკის რაიონის გამგეობის მორიგი თანადაფინანსებული პროექტი. ქავთარაძის #25-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლს აქვს ბრტყელი სახურავი და სამუშაოების ფარგლებში, “ტოლს” ცვლიან. ამ დროისთვის გუდრონს ასხამენ, ამის შემდეგ კი ახალ “ტოლს” დააგებენ.
პროექტის ღირებულება – 18157 ლარია. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადები ამინდებზეა დამოკიდებული, რადგან ნალექის დროს სამუშაოები ფერხდება.
დაწერე კომენტარი