“ფულს იხდიდნენ პარლამენტარის მანდატში… სიას წყვეტდა კალაძე, კობახიძე, კვირიკაშვილის “ტროიკა”-გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. რეჟისორი ამბობს, რომ აუცილებელია აქციები გაგრძელდეს.

შავი ჩაი ასკილით

„ხალხს ყოველ დღეს შეუძლია გადააყენოს მთავრობა,“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

რეჟისორი ამბობს, რომ თუ აქციები გაგრძელდება, ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოვა გარეთ.

შენგელაია იხსენებს თუ როგორ ხდებოდა “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირება. ის ამბობს, რომ ამ პროცესში ჩართული იყო გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე. გიორგი შენგელაიას თქმით, მან შესთავაზა მაჟორიტარ დეპუტატად ელგუჯა გიორგაძე, რომელზეც კალაძემ შემოუთვალა, რომ ის ბურჯანაძის კადრია.

გიორგი შენგელაია ამბობს, რომ სინამდვილეში პარლამენტში ადგილები გაიყიდა საკმაოდ მაღალ ფასად.

„ფული რომ არის გადახდილი პარლამენტის წევრის  მანდატში ეგ უკვე ნიშნავს, რომ უნდა გაუქმდეს. მან შექმნა ასეთი “ტროიკა“ -კალაძე, კვირიკაშვილის და კობახიძე. ეგენი წყვიტავდნენ. მათ მივწერე ჩემი წინადადებები, გიორგაძე გურჯაანში. გამოცხადებული იყვნენ, რომ გამოიძახებდნენ, მაგრამ არ დაინტერესდნენ,“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ და აღნიშნა, რომ როცა კალაძემ უთხრა, რომ მისი კადრი ნინო ბურჯანაძის კაცია, ის პირადად მივიდა ბურჯანაძესთან და ჰკითხა რა კავშირი ჰქონდა გიორგაძესთან.

გიორგი შენგელაია “პოსტსკრიპტუმის” სტუდიაში მისივე მოთხოვნით მოვიდა. მან თქვა, რომ ამ ნაბიჯით სურს დაანახოს საზოგადოებას, რომ „ოცნების“ მიმართ სკეპტიციზმი გაუჩნდა.

„მე ხაზს ვუსვამ, რომ მე აღარ ვარ ოცნების გულშემატკივარი“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

გიორგი შენგელაიას თქმით, მას შემდეგ რაც მან განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის შესახებ იყო საუბარი იმაზე, რომ ის მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას.“ შენგელაია ამბობს, რომ ყველამ იცის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი დამოკიდებულება და ის არის უცვლელი.

„ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. მე სააკაშვილს ვადარებ მუსოლინის,“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

მან ასევე რიგითი მოქალაქეები გააკრიტიკა და თქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ ხედავენ ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებს, რომელიც მთლიანად ნეპოტიზმით იმართება.

გიორგი შენგელაიამ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც გააკრიტიკა.

რეჟისორი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მისთვის სტიპენდიის მოხსნის საკითხს და თქვა, რომ სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მოუხსნეს მას ფულადი დახმარება.მისი თქმით ის ეროვნული ფიგურაა და სწორედ მის მიერ გადაღებულ ფილმებს უხდიდა ივანიშვილი სტიპენდიას და არა მას.

გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილთან წიგნის მიტანის ინციდენტსაც იხსენებს, რის შემდეგაც მან ყოფილ პრემიერს “უწიგნური” უწოდა.

„არაფერი ცუდი არ მითქვამს “უწიგნურია კაცი” მეთქი. მე მივუტანე მაგას არაჩვეულებრივი წიგნი ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია.  რომ დამეხმარებინა მაგისთვის. ვუთხარი ბიძინა საქართველოში ეს ლიბერალიზმი და დემოკრატიზმი მაინც და მაინც არ მუშაობს და აბა ნახე ეს მეთქი და  მითხრა, რომ ჩემი ცოლი ჩამოვა ახლა ამერიკიდანო, წაიკითხავს და მომიყვებაო. მე გავბრაზდი და ვუთხარი მომეცი ეს წიგნი მეთქი და გარეთ რომ გამოვედი ვხედავ, რომ ძალიან შეწუხებული დადის აქეთ იქით და დავუძახე ბიძინა მობრძანდით აქ მეთქი და ტუჩებში ვაკოცე. აი ქრისტესმიერი კოცნა გავუკეთე. ანუ არ დავრჩი ნაწყენი, მივეცი  მესიჯი რომ მე შენ როგორც ადამიანს მაინც არ გამცირებ,“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ, რაზეც გიორგი გაბუნიამ იკითხა, ხომ არ აღიქვამდა ამ კოცნას საზოგადოება იუდას კოცნად.

„მაგაზე არ მიფიქრია,“-უპასუხა გიორგი გაბუნიას შენგელაიამ.

loading…

პოპულარული

“ჩაჩავას”, "იაშვილის", "ღუდუშაურის" და "იმედის" სამშობიაროები დაჯარიმდა - 5 კლინიკას სტატუსი შეუჩერდა
11 წლის გოგონას 20-მდე მამაკაცი 7 თვის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა - შემზარავი შემთხვევა ინდოეთში
მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა (ფოტოები)
"ხვალ იყავით ყველაფრისთვის მზად" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი