“ეს რომ ფსიხი და არანორმალური იყო, იქიდან ჩანდა,რომ როდესაც მთავრობის სახლი ჯერ კიდევ ბოლავდა, ჩაქანდნენ ერევანში ეს და ხაინდრავა…”

კონსტანტინე გამსახურდია-გიორგი შნგელაია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება რეჟისორ გიორგი შენგელაიას განცხადებას ზვიად გამსახურდიასს შესახებ:

ჯერ ამის თვალებს შეხედეთ. ფსიქიურად ნორმალურია ეს? ნეტარხსენებული ავლიპის მეტი ვინ უშველიდა ამას, მაგრამ რუსთაველისა არ იყოს, მკვდარია ქართული ფსიქიატრიული სკოლის დამფუძნებელი, ვის უნდა მიმართო…..

ეს რომ ფსიხი და არანორმალური იყო, იქიდან ჩანდა, რომ 6 იანვრიდან სულ რაღაც 2-3 დღეში, როდესაც მთავრობის სახლი ჯერ კიდევ ბოლავდა, ჩაქანდნენ ერევანში ეს და ხაინდრავა კიდევ ერთ-ორ შავხროველთან და აეშაგთან ერთად და ტერ-პეტროსიანთან დაიწყეს ვაჭრობა კანონიერი პრეზიდენტის გადმოცემაზე.

ან რომ ბოდავს და თან უტიფრად გვატყუებს, ამაშია ვიტამინი. თითქოს ცოცხალი არ იყოს ხალხი, რომელიც მომსწრეა, როგორ სინჯავდნენ ჯერაც 21 დეკემბერს მთავრობის სასახლიდან პირველი გასროლის სცენარს, (რომ მერე ეყიყინათ, პრეზიდენტის ცოლისდამ უბრძანა გვარდიელს, ესროლეთო) და, როგორც რეაქცია ამაზე, დაეწყოთ ბომბების დაშენა. თითქოს მთავრობის სასახლე გემივით მიცურდა თბილისის ზღვაზე და არა ეს მეამბოხე ვიგინდარები, რომლებმაც პოზიცია დაიკავეს რუსთაველზე.

დაწერე კომენტარი