(ფოტო)შატილში ავარიის შედეგად დაშავებული სახლში გაწერეს

გოგონები

შატილში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან სახლში დღეს გაწერეს. დაშავებული თამო არღვლიანი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად, უკიდურესად მძიმე იყო. დღეს მან კლინიკა ეტლით დატოვა. თამოს საავადმყოფოსთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი მკურნალობის კურსს კვლავ გადის.

23 აგვისტოს შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაწერე კომენტარი