“ფორსაჟის მადლი” რუსთავში – რა დაჯდა რუსთავში ობიექტების ქირაობა და თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდა

რუსთავში “ფორსაჟი”-ს გადაღებები 5 დღე მიმდინარეობდა.

ამ დროის მანძილზე უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა იმის შესახებ თუ ვის რამდენი გადაუხადეს.

“ინფო რუსთავმა” დაითვალა იმ ობიექტების რაოდნობა რომელიც გადაღებების გამო არ მუშაობდნენ ან ხელი ეშლებოდათ მუშაობაში.

ასევე დავაზუსტეთ იმ ახალგაზრდების რაოდენობა რომლებიც რუსთავიდან ფილმის გადაღებებზე დასაქმდნენ.

მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩაზე, იქ სადაც ძირითადად გადაღებები მიმდინარეობდა 220-ზე მეტი მოქმედი მსხვილი და წვრილი ობიექტია. კომერციული ობიექტების დიდ ნაწილს, დაახლოებით 200 მესაკუთრეს, სტანდარტულად, დღეში 200 ლარი გადაუხადეს, რაც 5 დღეში 1000 ლარს შეადგენდა. გამოდის რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ფილმის გადაღებებისთვის, დაკეტილი ობიქტების მესაკუთრეებმა ჯამში 200 000 ლარი მიიღეს (ან მიიღებენ).

დაახლოებით 20 კომერციული ობიექტის მეპატრონეს, რომელიც შედარებით მაღალი ვაჭრობით გამოირჩეოდა, დღეში 800 ლარი გადაუხადეს, რაც ჯამში 80 000 ლარი გამოდის.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მხოლოდ 3 ობიქტს გადაუხადეს მაღალი თანხა, აქედან 2 არის სუპერმარკეტი, ხოლო 1 კვების ობიქეტია. თითო სუპერმარკეტს დღეში 1500 ლარი გადაუხადეს, ხოლო კვების ობიექტს დღში 2000 ლარი. ჯამში აღნიშნული ობიექტებისთვის 5 დღის მანძილზე გადახდილი თანხა 25 000 ლარს შეადგენს.

ასევ ცნობილია რომ კომპანიამ გადაღებებზე დაასაქმა 70 რუსთაველი, მათი დღიური ანაზღაურება კი 70 ლარს შეადგენდა. ჯამში დასაქმებული რუსთაველების ანაზღაურებამ 24 500 ლარი შეადგინა.

ობიექტების მეპატრონეებზე და დასაქმებულ რუსთაველებზე გაცემულ თანხას თუ დავაჯამებთ გამოდის რომ დაიხარჯა 330 000 ლარამდე.

აქვე აღსანიშნავია რომ ობიექტების მესაკუთრეების ნაწილს თანხა უკვე ჩაერიცხა ხოლო ნაწილი კი ელოდება ჩარიცხვას.

ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-მდე კომპანიამ კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადა.

ინფო რუსთავი

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი