ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ბადაგონში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

უკვე სამი საათია, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები კომპანია „ბადაგონში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. კომპანიაში საგამოძიებო უწყების წარმომდგენლების შესვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შავი ჩაი ასკილით

ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაციის ნაწილი, საგამოძიებო უწყება ბადაგონში, სასამართლო განჩინების საფუძველზე შევიდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია “ბადაგონის“ საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს “ბადაგონის” ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი