“ფეხქვეშ მიწა უნდა ეცლებოდეს ყველა ქოცს, ვინც საქართველო თავისი ვიწრო აზროვნებით და სიბრმავით ამ დღეში ჩააგდო!” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

უსამართლო ქვეყანა გვაქვს, სამარცხვინოც კი…

18 წლის უდანაშაულო დათა ოთხმეზურის მკვლელს 12 წლიანი მიმალვის მერე სასამართლომ 6 წელი 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა და სამ წელში პრეზიდენტად წოდებულმა შეიწყალა. ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასად შეფასდა ჯერ ქართული სასამართლოს მიერ, მერე ე.წ. პრეზიდენტისგან. პრობლემა არც უპასუხისმგებლო თავხედ პრეზიდენტშია, არც უვარგის ხელისუფლებაში. პრობლემა მთლიანად ქართველ ერს აქვს, რომელმაც ეს ნახირი თავზე დაისვა და სხვათაშორის მოკლულის მამასაც, თვალსაჩინო ისტორიკოსს, ბატონ გიორგი ოთხმეზურსაც (აწ გარდაცვლილი ჩემი დიდი მასწავლებლის, საქვეყნოდ ცნობილი დიდი ისტორიკოსის შვილს, ნათელი დაადგეს მის სულს) დიდი როლი აქვს ამ საქმეში და მუდმივად ქოცხელისუფლების აპოლოგეტი იყო, იმედია ახლა მაინც იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის შეცდომაზე.

და კიდევ: აგერ ერთი წელი გახდა, რაც ივანიშვილი ცრემლმომდგარი და სახეწაშლილი გვევედრებოდა, ოღონდ ზურაბიშვილი აირჩიეთ და ერთ წელში ქვეყანას დავალაგებო. აი “დალაგებული” ქვეყანა. ფეხქვეშ მიწა უნდა ეცლებოდეს ყველა ქოცს, ვინც საქართველო თავისი ვიწრო აზროვნებით და სიბრმავით ამ დღეში ჩააგდო!

loading...

პოპულარული

თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს გააღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს - ანდრია ჯაღმაიძე
იტალიაში მარტის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში Covid 19-ით ინფიცირების 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა
პირველი ივლისიდან ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პროგრამა არ გვაქვს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები - ეკატერინე ტიკარაძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" სპეციალური განცხადება
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე და რატომ ჩამოვიდა იგი საქართველოში
ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა საქართველოში ჩამოვიდა - რას აცხადებს ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი
"ქმარს თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის... მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?" - თამარ ივერი ბასილაშვილის მეუღლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს
დაწერე კომენტარი