“ფერეიდნიდან ჩამოვედი, ძველი ქართულით ვსაუბრობ, მოქალაქეობას რომ ვაკეთებდი, სისხლი ამიღეს, დავრწმუნდეთ ქართველი თუ ხარო”

ფერეიდნელები

Facebook მომხმარებელი გიორგი ჩინჩალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

შავი ჩაი ასკილით

#ტაქსისტისისტორიები

ალბათ დიდი ტექსტი გამოვა, მაგრამ ღირს რამდენიმე წუთით მოცდენა (IMHO)

თემქაზე ახალგაზრდა ბიჭმა გამაჩერა და არაქართული აქცენტით ქართულად მეუბნება:

– მეტი არ მაქვს და თავისუფლებამდე 5 ლარად გამიყვან? (თავადაც იცოდა, ცოტას მთავაზობდა)

– დაჯექი, სტუმარი ხარ 

დაჯდა.

– არ ვარ სტუმარი!

– აბა ვინ ხარ?

– ფერეიდნელი ქართველი

შემრცხვა

მთელი გზა ვალაპარაკე, არ გავაჩერე. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.

1 წელია, რაც საქართველოში ჩამოვიდა არსენი. 25 წლის არის. ირანელი ფეხბურთელები ჩამოყავს საქართველოში. მარტო ცხოვრობს. უკვე მოქალაქეობაც მიიღო. სამშობლო ძალიან მოწონს, ირანს ჯობსო. მაგრამ ხელისუფლებაზეა გაბრაზებული, სუსტები არიან და ეკონომიკის არაფერი გაეგებათო. თანაც, მოქალაქეობას რომ ვაკეთებდი, სისხლი ამიღეს, უნდა დავრწმუნდეთ თუ ქართველი ხარო. ადამიანი ჩამოვედი ფერეიდანიდან, ვსაუბრობ ძველი ქართულით (გაკვირვებული იყო, მაგ. ციცა არ იცით აქაურებმა, კატას რომ ნიშნავსო. სუპერმარკეტში ოსპი მოვითხოვე და არ იცოდნენ რა იყოო), ოთხასი წლის დევნილობის ისტორია და გენეალოგიური ხე ზეპირად ვიცი და მაინც გამაწვალესო  მერე მართლმადიდებლად მოვინათლეო.

იქაური ამბები გამოვკითხე. მის სოფელს ვაშლოვანი ქვია, მეზობელ სოფლებს ჩუღურეთი და მარტყოფი. ყველა ოჯახში მხოლოდ ქართულად საუბრობენო. სპარსული სკოლაში მისვლის შემდეგ უსწავლია. აბა გაბედოს ქართველმა და ირანელზე ან სხვა ეროვნების წარმომადგენელზე გათხოვდეს/ცოლად მოიყვანოსო.

გვარი რომ ვკითხე, ხატიაშვილი ვარო. ყურები ვცქვიტე და მოვუყევი მის გვარზე. დედაჩემი რომელი სოფლიდანაცაა, იქიდანაა მისი გვარიც. ვიცი, ბევრი ხატიაშვილი ცხოვრობს სიღნაღის სოფლებშიო. შარშან, ჩამოვედი თუ არა, რამდენიმე დღეში სიღნაღში წავედიო. ვიცოდი, ფესვები იქიდან მქონდაო. იქ გაუცნია ადგილობრივი პოლიციელი, თავის მოგვარე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ბესო. ძალიან მომწონს კახელებიო. ხვეწნა არ უყვართ, ერთხელ გთავაზობენ და გულითო. ჩვენც ასეთები ვართ, ფერეიდანშიო.

ორი და ყავს, ერთი გათხოვილია (რა თქმა უნდა ქართველზე. გვარი ვერ დავიმახსოვრე, იმდენად ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეღო და კითხვებს ვაყრიდი), მეორე შვიდი წლის. პატარა დამაც ახლა დაიწყო სპარსულის სწავლა.

ხელისუფლება არ გვაწუხებს, ჩვენთვის ვართ, წყნარადო. საქართველო გაცილებით სჯობს ირანს, უფრო #მეტითავისუფლება-აო 😊 უბრალოდ, ერთ რამეში ცოტა მაინც გავს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს, სეკულარიზმის პრობლემააო და ისე გულიანად შეაგინა ხამენეის და ირანის მთელ თეოკრატიულ ელიტას, გამეცინა.

ახლა მთელი ოჯახი აპირებს საქართველოში გადმოსვლას. მამაჩემს სახლი უნდა ვუყიდო თელავში, ზუსტად ვიცი, სიგიჟემდე მოეწონება ადგილიო.

მეზიზღება პათეტიკა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ჟრუანტელი მივლიდა მთელი საუბრის განმავლობაში და ალბათ ცხოვრებაში ყველაზე ბერჯერ დღეს გამოვიყენე სიტყვა “ყოჩაღ”.’

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი