ფედერალისტური წერილები #3: ჯეი

არასამთავრობო ორგანზიაცია ,,იზრუნე შენს ქალაქზე” , პროექტ ,,იზრუნე განათლებაზე”- ფარგლებში იწყებს ,,ფედერალისტური წერილების” გამოქვეყნებას, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.

 

ფედერალისტი #3 : ჯეი

1787 წ. 3 ნოემბერი
 
ნიუ-იორკის შტატის ხალხს

ყველამ იცის, იშვიათად მომხდარა, რომ რომელიმე ქვეყნის ხალხს (მით უმეტეს, თუკი იგი ამერიკელებივით გონიერი და გათვითცნობიერებულია) ჯიუტად და ძალზე დიდი ხნით გამოეჩინოს წინდაუხედაობა საკუთარი კეთილდღეობის საკითხში. ბუნებრივია, ამგვარი მოსაზრება გვკარნახობს, რომ ფრიადი პატივისცემით ვიმსჭვალებოდეთ იმ ერთსულოვანი ფიქრისადმი, რითაც ამერიკელი ხალხი რა ხანია თავს ევლება ერთ ფედე-რალურ მთავრობას დაქვემდებარებული ურყევი ერთობის მნიშვნელობას. მთავრობისა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა საკმარისი ძალაუფლებით როგორც საგარეო, ისე საშინაო მიზნების აღსრულებისათვის.
 
რაც უფრო გულდასმით ვარკვევ და ვიკვლევ იმ მიზეზებს, რომლებმაც, ეტყობა, ამგვარი მზრუნველი ფიქრი შვეს, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ისინი უტყუარია და დამაჯერებელი.
 
მრავალი რამ არსებობს ისეთი, რაც ბრძენი და თავისუფალი ხალხის აუცილებელი მზრუნველობის საგანია, მაგრამ, მათ შორის პირველი, როგორც ჩანს, მაინც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. უეჭველია, რომ ხალხის უსაფრთხოება ურიცხვ გარემოებასა და მოსაზრებაზეა დამოკიდებული, ამიტომაც ფართო გასაქანი ეძლევა მათ,  ვინც მოწადინებულია ზუსტად და ამომწურავად განმარტოს იგი. ამჯერად მინდა განვიხილო უშიშროების ის ნაირსახეობა, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად; ქვეყნის გარედან სამხედრო აგრესიისა და ზემოქმედების აღსაკვეთად; აგრეთვე, საშინაო მიზეზებით გამოწვეული იმავე მუქარის ასარიდებლად; უპრიანია, ჯერ ის საფრთხე გავარჩიოთ, რომელიც პირველად მოვიხსენიე, ამრიგად, ნება მიბოძეთ განვაგრძო  იმის გამორკვევა, სწორია თუ არა ხალხი, როცა იგი ფიქრობს, რომ ერთ, ქმედით ნაციონალურ მთავრობას დაქვემდებარებული გულითადი კავშირი ყველაზე საუკეთესოა იმ უსაფრთხოებათა შორის, რომლის მოფიქრება ადამიანის გონებას შეუძლია ქვეყნის გარედან შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად.
 
ვფიქრობ, მსოფლიოში უკვე მომხდარი ანდა ამიერიდან მოსახდენი ომების რიცხვი პირდაპირპროპორციული უნდა იყოს იმ რეალური თუ მოჩვენებითი მიზეზების რაოდენობისა და მნიშვნელობისა, რომელთაც ომის ანკესზე წამოუგია, ანდა ერთმანეთისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაუკიდებია ხალხები. თუკი ეს ვარაუდი სწორია, მაშინ საქმეს დიდად წაადგება იმის გამორკვევა, თუ რომელი უფრო მისცემს სხვა ქვეყნებს გამართლებული ომების საბაბს, გაერთიანებული თუ შტატებად დაშლილი ამერიკა. თუკი აღმოჩნდა, რომ გაერთიანებული ამერიკა ბევრად უფრო უპრიანია, მაშინ აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ამ მხრივ კავშირი ყველაზე უკეთესი თავმდებია სხვა სახელმწიფოებთან მშვიდობის შენარჩუნებისა.
 
გამართლებული ომის მიზეზი, უპირატესად, ხელშეკრულებათა დარღვევა, ანდა პირდაპირი ძალმომრეობაა. ამერიკამ უკვე დადო ხელშეკრულებები არანაკლებ ექვს უცხო სახელმწიფოსთან. საქმე ისაა, რომ ყველა მათგანი, გარდა პრუსიისა, საზღვაო ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მათგანს შეუძლია ჩვენი მოთმინებიდან გამოყვანა და შეურაცხყოფა. გარდა ამისა, ამერიკას გაცხოველებული ვაჭრობა აქვს პორტუგალიასთან, ესპანეთსა და ბრიტანეთთან. რაც შეეხება ბოლო ორ სახელმწიფოს, მათთან მიმართებაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისინი თავიანთი კოლონიებით ჩვენს ქვეყანას ესაზღვრებიან.
 
ამერიკის ხალხი რომ უშფოთველად ცხოვრობდეს, საამისოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იგი იცავდეს საერთაშორისო ნორმებს ამ სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს, რომ ამას ბევრად უფრო სრულად და განუხრელად განახორციელებს ერთი ნაციონალური ხელისუფლება, ვიდრე ცამეტი დაცალკევებული შტატი, ან, თუნდაც, სამი თუ ოთხი ცალკე კონფედერაცია.
 
თუკი ერთხელაც შეიქმნა ძლევამოსილი ნაციონალური მმართველობა, მაშინ ქვეყნის რჩეული კაცები არა თუ ოდენ მასში სამსახურის უფლებას შეიძენენ, არამედ მათ სწორედაც რომ მთავრობის თავკაცებად გაამწესებენ. ქალაქს, სოფელსა თუ გავლენიან ამქარს შეეძლება თავიანთი წარმომადგენლები შეიყვანოს სახელმწიფო საკანონმდებლო საკრებულოებსა თუ საბჭოებში, სასამართლოებსა თუ აღმასრულებელ უწყებებში; მაგრამ, საქმე ისაა,  რომ კაცი, რომელსაც ნაციონალური მთავრობის სამსახურში დანიშნავენ, მრავალი ტალანტით უნდა იყოს შემკული. მით უფრო, რომ ფედერალურ მთავრობას სათანადო კადრების შერჩევისას ბევრად მეტი გასაქანი ექნება და არასოდეს იგრძნობს მათს უკმარისობას, რასაც ჩვეულებრივ განიცდის ხოლმე ესა თუ ის შტატი. ამრიგად, ნაციონალური მთავრობის ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ სასამართლო განაჩენები ბევრად უფრო ბრძნული, უფრო ზედმიწევნითი და გონივრული იქნება, ვიდრე ის განჩინებანი, რომლებიც ცალკეულ შტატს გამოაქვს. ბუნებრივია, ამით სხვა ქვეყნებსაც ვაამებთ და არც ჩვენს უსაფრთხოებას ვავნებთ.
 
ისიც ბუნებრივია, რომ ერთიანი ნაციონალური ხელისუფლება ხელშეკრულებებს, მათს ცალკეულ მუხლებსა და საერთაშორისო ნორმებს ყოველთვის ერთსა და იმავე განმარტებას მისცემს და ერთსა და იმავე ნაირადვე შეასრულებს; ხოლო ცამეტი შტატი, ანდა სამი თუ ოთხი კონფედერაცია იმავე საკითხების განმარტებისას ვერ გამოიჩენს სათანადო თანამიმდევრულობასა და ურყეობას. ეს იმით აიხსნება, რომ არსებობს ბევრნაირი დამოუკიდებელი სასამართლო და მოსამართლე, რომლებიც ურთიერთგანსხვავებულსა და თვითმყოფად მთავრობებს დაუნიშნავთ; გარდა ამისა, მათზე, შესაძლოა, ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენდეს ნაირგვარი ადგილობრივი წეს-ჩვეულება და ინტერესთა მრავალფეროვნება. შეუძლებელია, დიდი მოწიწებით არ განიმსჭვალო კონვენტის გადაწყვეტილებებისადმი, რომ ამგვარი საკითხები გადააბაროს მის მიერ დანიშნულ სასამართლოთა იურისდიქციას, რომლებიც პასუხისმგებელნი მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მთავრობის წინაშე იქნებიან.
 
თითოოროლა შტატში მმართველი პარტია შეიძლება აჰყვეს სარგებლის მოხვეჭის ცდუნებას. ასევე, შესაძლოა, იგი სარგებლის დაკარგვამ აიძულოს, ხელყოს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპები; მაგრამ, ამგვარი ცდუნებები ვერ გავრცელდება სხვა შტატებში, მცირე რამ ზეგავლენას თუ იქონიებს, ანდა საერთოდ ვერ შეეხება ნაციონალურ მთავრობას. ამრიგად, ცდუნება ნაყოფს ვერ გამოიღებს, ხოლო პატიოსნება და სამართლიანობა გადარჩება. ამ მოსაზრების მნიშვნელობას უფრო ზრდის ბრიტანეთთან დადებული ხელშეკრულება.
 
დავუშვათ, შტატის მმართველმა პარტიამ თადარიგი დაიჭირა და შეეწინააღმდეგა ამგვარ ცდუნებებს, მაგრამ, რაკი ისინი იმავე შტატის ადგილობრივი თავისებურებებიდან იბადება, რაკი ცდუნება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დარევს ხოლმე ხელს, მმართველ პარტიას, შესაძლოა, სურვილი კი ჰქონდეს, მაგრამ ღონე არ შესწევდეს იმისა, რომ აღკვეთოს წინასწარგანზრახული უსამართლობა, ანდა დასაჯოს აგრესორი. ხოლო ნაციონალური მთავრობა, რომელთანაც ხელი არა აქვს ადგილობრივ სპეციფიკურ გარემოებებს, თვითონ არასოდეს გადაცდება და ყოველთვის ექნება იმის ძალა და უნარი, რომ აღკვეთოს დანაშაული, ანდა დასაჯოს ის, ვინც მას სჩადის.
 
რაკი ისეა, რომ ომის გამართლებულ მიზეზად ხელშეკრულებათა, ანდა სხვა ერების კანონთა შეგნებული ანდა შეუგნებელი, დარღვევა იქცევა ხოლმე, ასეთი რამ ნაკლებადაა მოსალოდნელი ერთი საერთო ხელისუფლების პირობებში, ვიდრე მრავალი წვრილ-წვრილი მთავრობების  დროს. ამ მხრივ, ერთიანი ეროვნული მთავრობა ყველაზე უფრო მარჯვეა ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
იგივე უნდა ითქვას იმ ომის მიზეზებზე, რომელთა გამართლებაც პირდაპირი და აკრძალული ძალმომრეობაა. ჩემთვის, ასევე, ნათელია, რომ ერთ ვარგებულ ნაციონალურ მმართველობას ამგვარ საფრთხეთაგან თავდაცვის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ცალკეული შტატის მთავრობებს.
 
ძალმომრეობათა მიზეზი უფრო ხშირად ერთი მთელის შემადგენელ  ნაწილთა ნება და ინტერესია, ვიდრე თვითონ ეს მთელი. ომის გამართლებულ მიზეზს უფრო თითო-ოროლა შტატი წარმოადგენს და არა ამ შტატების კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ფედერალური მთავრობა ჯერ კიდევ ეგზომ სუსტია, მისი მიზეზით ინდიელებთან არც ერთი ომი ჯერ არ წამოწყებულა. მაშინ, როდესაც მათი რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა გამოიწვია ცალკეული შტატების მესვეურთა უნიათო ქცევამ. ათასობით მათი თანამოქალაქის ხვედრად აქცია ომის სისხლიანი სასაკლაო მხოლოდ იმის გამო, რომ ამ შტატების თავკაცებმა ან თავდასხმის აღკვეთის და მომხდურის დასჯის სურვილი არ გამოამჟღავნეს, ანდა ამ საქმეში სრული უნიათობა გამოავლინეს.
 
ესპანეთისა და ბრიტანეთის სამფლობელოთა სიახლოვე, რომელთაც ზოგიერთი შტატი ესაზღვრება კიდეც, შეიძლება ჩვენი მესაზღვრე შტატების მათთან წაჩხუბების მიზეზად იქცეს. ასეთი შტატები  მართალია  ცოტაა,  მაგრამ ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ უეცარმა სიბრაზემ წამოუაროთ, დაუფარავმა სიხარბემ დარიოთ ხელი, ანდა შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი; ამის გამო კი აშკარა ძალმომრეობაზე გადავიდნენ და ამ სახელმწიფოებს ომი აუტეხონ. ამგვარ საშიშროებას უფრო ეფექტურად ვერავინ აგვაშორებს თავიდან, თუ არა ნაციონალური მთავრობა, რომლის სიბრძნესა და კეთილგონიერებასთან ხელი არა აქვს იმ ვნებებს, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებს საომარად აღაგზნებს.
 
ნაციონალური ხელისუფლება ომის არა თუ ბევრად უფრო ცოტა საბაბს იძლევა, არამედ უფრო მეტად შესწევს ღონე დავა ჩააცხროს და მოჩხუბრებს შორის ძმობა ჩამოაგდოს. ასეთი ხელისუფლება ამ მხრივაც უფრო აღუშფოთველი და თავშეკავებული იქნება და, საერთოდ, ყოველმხრივ უფრო მეტ კეთილგონიერებას გამოიჩენს, ვიდრე გულმოსული შტატი. ცალკეულ შტატს, ისე როგორც თითოეულ ადამიანს, სიამაყის თავისებური გრძნობა აქვს. ბუნებრივია, ამ გრძნობით ამართლებს იგი თავის საქციელს, მაგრამ, იგივე სიამაყე უშლის ხელს აღიაროს, გამოასწოროს და გამოისყიდოს თავისი შეცდომა და დანაშაული. ნაციონალურ მთავრობას კი გონებას ვერ დაუბრმავებს სიამაყის ამგვარი გრძნობა. იგი მოთმინებითა და მიუკერძოებლად განსჯის და გადაწყვეტს იმას, თუ რა გზით უნდა დააღწიოს თავი წარმოქმნილ სახიფათო სიძნელეებს.
 
ეგეც რომ არ იყოს, ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ბრალის აღიარება, ახსნა-განმარტება და კომპენსაცია დამაკმაყოფილებლად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ხოლმე, როცა ამას ერთიანი ძლიერი ნაცია სჩადის. ხოლო თუკი მათ უმნიშვნელო ძალაუფლების მქონე შტატი ან კონფედერაცია იძლევა, უმალ უკანვე მოგიგდებენ, აქაოდა, არაა დამაკმაყოფილებელიო.
 
1685 წელს გენუამ ლუი XIV გაანაწყენა, მერე კი სცადა, მისი გული მოეგო, მაგრამ ლუდოვიკომ მოსთხოვა მას, დოჟი ან ქალაქის თავი წარმოავლინე ოთხი სენატორის თანხლებით, რათა პატიება ითხოვოს და ჩემს პირობებსაც დაჰყაბულდესო. გენუა, ომის შიშით, მის ნებას დაჰყვა, მაგრამ განა ესპანეთი, ბრიტანეთი, ანდა რომელიმე სხვა ძლევამოსილი სახელმწიფო მიიღებდა ასეთ პრეტენზიებსა და აიტანდა ამგვარ დამცირებას?

The Federalist No. 3 :JAY
November 3, 1787
To the People of the State of New York:

It is not a new observation that the people of any country (if, like the Americans, intelligent and well informed) seldom adopt and steadily persevere for many years in an erroneous opinion respecting their interests. That consideration naturally tends to create great respect for the high opinion which the people of America have so long and uniformly entertained of the importance of their continuing firmly united under one federal government, vested with sufficient powers for all general and national purposes.

The more attentively I consider and investigate the reasons which appear to have given birth to this opinion, the more I become convinced that they are cogent and conclusive.

Among the many objects to which a wise and free people find it necessary to direct their attention, that of providing for their SAFETY seems to be the first. The SAFETY of the people doubtless has relation to a great variety of circumstances and considerations, and consequently affords great latitude to those who wish to define it precisely and comprehensively.

At present I mean only to consider it as it respects security for the preservation of peace and tranquillity, as well as against dangers from foreign arms and influence, as from dangers of like kind arising from domestic causes. As the former of these comes first in order, it is proper it should be the first discussed. Let us therefore proceed to examine whether the people are not right in their opinion that a cordial Union, under an efficient national government, affords them the best security that can be devised against hostilities from abroad.

The number of wars which have happened or will happen in the world will always be found to be in proportion to the number and weight of the causes, whether real or pretended, which provoke or invite them. If this remark be just, it becomes useful to inquire whether so many just causes of war are likely to be given by United America as by disunited America; for if it should turn out that United America will probably give the fewest, then it will follow that in this respect the Union tends most to preserve the people in a state of peace with other nations.

The just causes of war, for the most part, arise either from violation of treaties or from direct violence. America has already formed treaties with no less than six foreign nations, and all of them, except Prussia, are maritime, and therefore able to annoy and injure us. She has also extensive commerce with Portugal, Spain, and Britain, and, with respect to the two latter, has, in addition, the circumstance of neighborhood to attend to.

It is of high importance to the peace of America that she observe the laws of nations towards all these powers, and to me it appears evident that this will be more perfectly and punctually done by one national government than it could be either by thirteen separate States or by three or four distinct confederacies.
Because when once an efficient national government is established, the best men in the country will not only consent to serve, but also will generally be appointed to manage it; for, although town or country, or other contracted influence, may place men in State assemblies, or senates, or courts of justice, or executive departments, yet more general and extensive reputation for talents and other qualifications will be necessary to recommend men to offices under the national government,–especially as it will have the widest field for choice, and never experience that want of proper persons which is not uncommon in some of the States. Hence, it will result that the administration, the political counsels, and the judicial decisions of the national government will be more wise, systematical, and judicious than those of individual States, and consequently more satisfactory with respect to other nations, as well as more safe with respect to us.

Because, under the national government, treaties and articles of treaties, as well as the laws of nations, will always be expounded in one sense and executed in the same manner,–whereas, adjudications on the same points and questions, in thirteen States, or in three or four confederacies, will not always accord or be consistent; and that, as well from the variety of independent courts and judges appointed by different and independent governments, as from the different local laws and interests which may affect and influence them. The wisdom of the convention, in committing such questions to the jurisdiction and judgment of courts appointed by and responsible only to one national government, cannot be too much commended.

Because the prospect of present loss or advantage may often tempt the governing party in one or two States to swerve from good faith and justice; but those temptations, not reaching the other States, and consequently having little or no influence on the national government, the temptation will be fruitless, and good faith and justice be preserved. The case of the treaty of peace with Britain adds great weight to this reasoning.

Because, even if the governing party in a State should be disposed to resist such temptations, yet as such temptations may, and commonly do, result from circumstances peculiar to the State, and may affect a great number of the inhabitants, the governing party may not always be able, if willing, to prevent the injustice meditated, or to punish the aggressors. But the national government, not being affected by those local circumstances, will neither be induced to commit the wrong themselves, nor want power or inclination to prevent or punish its commission by others.
So far, therefore, as either designed or accidental violations of treaties and the laws of nations afford just causes of war, they are less to be apprehended under one general government than under several lesser ones, and in that respect the former most favors the safety of the people.

As to those just causes of war which proceed from direct and unlawful violence, it appears equally clear to me that one good national government affords vastly more security against dangers of that sort than can be derived from any other quarter.

Because such violences are more frequently caused by the passions and interests of a part than of the whole; of one or two States than of the Union. Not a single Indian war has yet been occasioned by aggressions of the present federal government, feeble as it is; but there are several instances of Indian hostilities having been provoked by the improper conduct of individual States, who, either unable or unwilling to restrain or punish offenses, have given occasion to the slaughter of many innocent inhabitants.

The neighborhood of Spanish and British territories, bordering on some States and not on others, naturally confines the causes of quarrel more immediately to the borderers. The bordering States, if any, will be those who, under the impulse of sudden irritation, and a quick sense of apparent interest or injury, will be most likely, by direct violence, to excite war with these nations; and nothing can so effectually obviate that danger as a national government, whose wisdom and prudence will not be diminished by the passions which actuate the parties immediately interested.

But not only fewer just causes of war will be given by the national government, but it will also be more in their power to accommodate and settle them amicably. They will be more temperate and cool, and in that respect, as well as in others, will be more in capacity to act advisedly than the offending State. The pride of states, as well as of men, naturally disposes them to justify all their actions, and opposes their acknowledging, correcting, or repairing their errors and offenses. The national government, in such cases, will not be affected by this pride, but will proceed with moderation and candor to consider and decide on the means most proper to extricate them from the difficulties which threaten them.

Besides, it is well known that acknowledgments, explanations, and compensations are often accepted as satisfactory from a strong united nation, which would be rejected as unsatisfactory if offered by a State or confederacy of little consideration or power.

In the year 1685, the state of Genoa having offended Louis XIV., endeavored to appease him. He demanded that they should send their Doge, or chief magistrate, accompanied by four of their senators, to France, to ask his pardon and receive his terms. They were obliged to submit to it for the sake of peace. Would he on any occasion either have demanded or have received the like humiliation from Spain, or Britain, or any other powerful nation?

წყარო: http://federalistpapers.ge/

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი