ფედერალისტი #6 : ჰამილტონი

ფედერალისტი #6 : ჰამილტონი
  1787 წ. 14 ნოემბერი

არასამთავრობო ორგანზიაცია ,,იზრუნე შენს ქალაქზე” , პროექტ ,,იზრუნე განათლებაზე”- ფარგლებში იწყებს ,,ფედერალისტური წერილების” გამოქვეყნებას, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.

 

cyc

ნიუ-იორკის შტატის ხალხს

წინა სამ წერილში ის საფრთხეები გავარჩიეთ, გათითოებულებს იარაღის ძალით, ანდა სხვა რამ საშუალებით თავს რომ დაგვატეხენ უცხო სახელმწიფოები. ახლა სრულიად სხვა საფრთხეების განხილვას ვიწყებ. ესენი, შესაძლოა, უფრო სახიფათონიც კია, რაკი თვითონ შტატებს შორის უთანხმოების, შინააშლილობისა და შფოთის მიზეზით წარმოიშობა. ამის რამდენიმე მაგალითი ადრევე მოვიტანეთ, მაგრამ ეს საფრთხეები ღირან იმად, რომ მათ გამორჩეული ყურადღებით მოვეკიდოთ და უფრო სრულად გამოვიკვლიოთ.
უსაშველო სპეკულაციებით უნდა გქონდეს თავი გამოტენილი, რათა არ დაიჯერო ის, რომ შტატები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაერევიან ერთმანეთს, თუკი მათ შორის არ იქნება კავშირი, ანდა თუკი ისინი ცალ-ცალკე კონფედერაციებად, ან, სულაც, უფრო წვრილ ჯგუფებად გაერთიანდებიან. ზოგიერთი ფიქრობს, ამგვარი ხოცვა-ჟლეტა არ მოხდება, რაკი საამისო მიზეზი არ არსებობსო, მაგრამ ასე იფიქრო იმას ნიშნავს, დაივიწყო, ადამიანი ამპარტავანი, ღვარძლიანი და გაუმაძღარი რომაა. მოელოდე იმას, რომ რაკი მეზობლები არიან ეს დაცალკევებული სახელმწიფოები ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ და მათ შორის მარადიული თანხმობა იქნებაო, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ანგარიშს არ უწევდე ადამიანური ისტორიის ჩვეულებრივ მსვლელობას და უგულვებელყოფდე საუკუნეთა მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.
სახელმწიფოთა შორის მტრობა აურაცხელი მიზეზით ხდება. ზოგიერთი მათგანი იმდენად ზოგადია, რომ თითქმის გამუდმებით ახდენს ზემოქმედებას საზოგადოების კოლექტიურ სტრუქტურებზე. მათ შორისაა ძალაუფლების სიყვარული, პირველობისა და ბატონობის სურვილი. ძალაუფლებისადმი უნდობლობა, მისგან თავდაცვისა და თანასწორობისაკენ სწრაფვაც ამავე მიზეზებში შედის. სხვა მიზეზების მოქმედების ფარგლები ბევრად უფრო შეზღუდულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინიც ძალუმ ზემოქმედებას ახდენენ თავთავიანთი სფეროების შიგნით. ასეთია ის სავაჭრო ურთიერთქიშპობა და კონკურენცია, რომელიც მოვაჭრე სახელმწიფოთა შორის არსებობს. ამათზე მცირერიცხოვანი როდია მტრობის ის მიზეზები, მთლიანად პიროვნული ვნებებით რომ საზრდოობს, იქნება ეს თემის თავკაცთა ერთგულება, შუღლი, დაინტერესება, იმედი თუ შიში იმ თემებისადმი, რომლის წევრებიც თვითონვე არიან. ამ ყაიდის ადამიანებსაც, სულერთია, ვინ იყო იგი, მეფისა თუ ხალხის რჩეული, ხშირად ბოროტად უსარგებლიათ იმ ნდობით, მათ რომ გამოუცხადეს, აქაოდა საზოგადო საქმისთვის ვიღვწითო, მათ სახელმწიფოებრივი სიმშვიდე უტიფრად შეუწირავთ ხოლმე პირადი სარფისა და კერძო კმაყოფილებისთვის.
სახელგანთქმულმა პერიკლემ თანამემამულეთა აუარება სისხლი და ქონება შეალია  , რომ როგორმე თავისი ხარჭა ეამებინა, როგორმე მისთვის წყენა დაეცხრო. იგი თავს დაესხა ქალაქ სამნიას, სძლია და მიწასთან გაასწორა იგი. არავინ იცის,  რამ შეაგულიანა იგივე პერიკლე მეგარელთა , ამ ბერძნული სახელმწიფოს მიმართ პირადმა შუღლმა თუ იმან, რომ მოიწადინა, თავი დაეღწია იმ სასჯელისათვის, რასაც იმის მტკიცება უქადდა, რომ მისი ხელი ერია ფიდიასის ქანდაკების გატაცებაში  თუ იმან, რომ უნდოდა თავიდან აეშორებინა კიდევ ერთი ბრალდება: სახელმწიფო ხაზინა გაფლანგა, რათა ხალხის კეთილგანწყობა  მოენადირებინაო. ვინ იცის, იქნებ ყველა ამ მიზეზმა ერთად წააქეზა იგი, რომ აებრიალებინა ღირსსახსოვარი და საბედისწერო ომის ხანძარი, საბერძნეთის ისტორიაში პელოპენესის ომის სახელით რომაა ცნობილი. იგი მრავალგზის შეწყდა და კვლავ განახლდა. მან მოიტანა ათასგვარი უბედურება, ხელი მოუთავა ათენელთა შეკავშირებას.
ერთი ამპარტავანი კარდინალი, ჰენრი VIII კარზე პრემიერმინისტრად რომ იყო, ისე გაზულუქდა, ოცნებაში რომის პაპის გვირგვინსაც კი წაეპოტინა.  იმპერატორის, კარლოს V-ის შეწევნის იმედი მოიცა, რათა ხელთ ეგდო ეს, ეგზომ სანუკვარი ჯილდო. ამ კარდინალმა ინგლისი დანასისხლად გადაჰკიდა საფრანგეთს, რათა გაქნილი და ძლევამოსილი იმპერატორის კეთილგანწყობა მოენადირებინა და ყურადღება მიეპყრო. არაფრად ჩააგდო ის, რომ ამგვარი მზაკვრობა ეწინააღმდეგება პოლიტიკის ყველაზე თვალნათლივ მოთხოვნებს და საფრთხეში აგდებს არათუ საზოგადოდ ევროპის, არამედ თავად იმ სამეფოს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, რომლის მთავრობის თავმჯდომარეც თვითონ იყო. თუკი ოდესმე ყოფილა ქვეყნად ისეთი ხელმწიფე, ვისაც ღონე შესწევდა, ხორცი შეესხა მსოფლიო მონარქიის იდეისათვის, ეს სხვა არავინ იყო, თუ არა იმპერატორი კარლოს V-ე. მან თავისი ინტრიგების ქსელში გახვია და გამოიყენა პატივმოყვარე და ყეყეჩი კარდინალი უოლსეი.
ევროპის ამა თუ იმ მნიშვნელოვან ნაწილში შფოთიც შეუტანია და მღელვარება დაუცხრია კიდეც იმ ზეგავლენას, რომელიც მოჰყოლია ერთი ვინმე მანდილოსნის თავდავიწყებულ სიყვარულს, მეორის სულწასულობას, ხოლო მესამის მეტისმეტ მიდრეკილებას საიდუმლო შეთქმულებებისადმი.  ეს თემები და მათი ზეგავლენა თანამედროვე პოლიტიკაზე ისეთი გულმოდგინებითაა გამოკვლეული, რომ აღარც კი შეიძლება იყოს საზოგადო ინტერესის საგანი.
ამიტომაც დროს აღარ გავფლანგავ, რათა კვლავ და კვლავ მოვიტანო მაგალითები იმისა, თუ რა ზეგავლენას ახდენს კერძო მოსაზრებები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენათა ფორმირებაზე როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. ამგვარი ზეგავლენის წყაროთა ზერელე ცოდნაც კია საკმარისი, რათა თავად გაიხსენო მისი სხვადასხვა მაგალითი. ხოლო თუკი ღრმად იცნობ კაცის ბუნებას, მაშინ აღარც კი გჭირდება რაიმე ისტორიული ცნობები, რომ ზემოხსენებული ზეგავლენის ნამდვილობასა და ხარისხზე საკუთარი აზრი იქონიო. ზოგადი პრინციპის საილუსტრაციოდ იქნებ უპრიანი იყოს გავიხსენოთ ის შემთხვევა, რაც ამ ბოლო დროს ჩვენში მოხდა. შეიზს რომ ყველა იმედი არ ჰქონოდა გადაწურული ვალის გასტუმრებისა, მაშინ ალბათ არც მასაჩუსეტსი გაეხვეოდა სამოქალაქო ომის ალში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილების მონაცემები, ამ შემთხვევაში, ჩემს სისწორეს ადასტურებს, დღემდე მაინც მოიძებნებიან ისეთი მეოცნებე და გამომგონებელი ადამიანები, მზად რომ არიან, უაზრობა ამტკიცონ: შტატებს შორის მარადიულ მშვიდობა დაისადგურებს, თუნდაც ისინი ერთმანეთისაგან გათიშულნი და პირმიქცევით იყვნენო.
ისინი ამბობენ, რესპუბლიკებს მშვიდობისმყოფელი გენია მფარველობსო. ვაჭრობის სული ადამიანის ზნეს ლმობიერს ხდის, შრეტს ვნებათა იმ მხურვალებას, რომელთაც ხშირად აღუგზნია ომის კოცონიო; რესპუბლიკები, რომლებიც აღებმიცემობას მისდევენ, თავიანთ ძალ-ღონეს არასოდეს შეალევენ ურთიერთშორის გამაჩანაგებელ შეხლა-შემოხლასო; ისინი საერთო ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ამხანაგობისა და ურთიერთთანხმობის სულს გაალაღებენო.
მაგრამ განა (ერთიც ვკითხოთ ამ გამომგონებელ პოლიტიკოსებს) ყოველი სახელმწიფოს ინტერესი არ არის, კეთილმოწყალე და ფილოსოფიურ სულს ნერგავდეს? თუნდაც ასე იყოს, განა მუდამ ეს ინტერესი ასულდგმულებს თითოეულ მათგანს? განა პირიქით არ არის? განა ყოველთვის არ ვაწყდებით ხოლმე, რომ ეფემერული ვნებები და წუთიერი ინტერესები უფრო აქტიურად და ძალუმად გაბატონებულან ადამიანის ქცევაზე, ვიდრე ზოგადი და შორეული წარმოდგენები პოლიტიკის, სარგებლობიანობისა და სამართლიანობის შესახებ? განა რესპუბლიკებს ნაკლებ ემარჯვებათ და მოსწონთ ომი, ვიდრე მონარქებს? როგორც ერთის, ისე მეორის სათავეში განა ცოდვილი ადამიანი არა დგას? განა ზიზღით, მიკერძოებით, მოცილეობით და არამი ლუკმის ხელში ჩაგდების სურვილით არ იღვწიან როგორც მეფენი, ისე რესპუბლიკური სახელმწიფოები? განა სახალხო წარმომადგენლობებს არ დარევს ხოლმე ხელს უეცარი რისხვა, გაუტანლობა, შური, სიძუნწე და სხვაც ბევრი სათაკილო და შმაგი სწრაფვა? განა შესანიშნავად არ ვიცით, რომ ასეთს წარმომადგენლობებს რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი მართავს და რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლებელია, ამ პირთა ვნებებისა და შეხედულებების დაღი არ აჩნდეს? განა კომერციამ დღემდე რამე ქნა, გარდა იმისა, რომ ომის მიზნები შეცვალა? სარგებლისადმი ტრფიალება განა ისევე დიდმპყრობელური და გაქნილი ვნება არაა, როგორც ძალაუფლებისა თუ განდიდების სიყვარული? განა უფრო ცოტა ომი ატეხილა კომერციული მიზეზებით, მას შემდეგ, რაც აღებმიცემობა სახელმწიფოებრივი მოწყობის უპირატეს სისტემად იქცა, ვიდრე გარდასულ დროებში, როცა  ომების საბაბი მიწებისა და სამფლობელოების გაუმაძღარი ნდომა იყო ხოლმე? განა ვაჭრული სულის დანერგვამ ხელი არ შეუწყო იმას, რომ ახალი მადა გახსნოდათ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიწა-წყლის მიტაცებისა? დაე, ამ კითხვებზე პასუხი მივანებოთ გამოცდილებას, ადამიანური აზრის ამ ყველაზე შეუმცდარ მეგზურს.
სპარტა, ათენი, რომი და კართაგენი სხვა არაფერი იყო, თუ არა რესპუბლიკები. ორი მათგანი, ათენი და კართაგენი, კომერციული ყაიდის რესპუბლიკა იყო, მაგრამ ორივე ხშირად ჩაბმულა თავდასხმითსა და თავდაცვით ომებში, ზუსტად ისე, როგორც იმ დროის მათი მეზობელი მონარქიები. სპარტა ოდნავღა თუ იყო უფრო  უკეთესი  შესახედავი,  ვიდრე კარგად გამართული საბრძოლო ბანაკი. რომი კი ვერ იქნა და ვერ გაძღა სისხლიანი სასაკლაოებითა და დამპყრობლური ომებით.
კართაგენი, თუმც კი სავაჭრო რესპუბლიკა იყო, მაგრამ აგრესორად მოგვევლინა სწორედ იმ ომში, რომელმაც იგი აღგავა კიდეც პირისაგან მიწისა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალი იტალიის შუაგულში შეიჭრა და რომის კარიბჭეს მიადგა, სციპიონმა უკუაქცია იგი, მისი ჯარი კართაგენის მისადგომებთან შემუსრა და ხელთ იგდო მისი სამშობლო.
უფრო მოგვიანებით კი ვენეციამ გამუდმებული ომებით აიკლო სხვა იტალიური სახელმწიფოები, ვიდრე პაპმა იულიუს II-მ არ გამონახა სახსრები, რათა შეექმნა მრისხანე ლიგა , რომელმაც სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ამ თავგასული რესპუბლიკის ძლიერებასა და ყოყლოჩინობას.
ჰოლანდიის პროვინციები, ვიდრე მათ სიქას გააცლიდა ვალები და გადასახადები, მთავარსა და გამორჩეულ წილს იდებდა ევროპულ ომებში; ისინი გააფთრებით ებრძოდნენ ინგლისს, რათა ხელთ ეგდოთ ზღვაზე ბატონობა; ლუი XIV-ის ყველაზე შეუპოვარი და ულმობელი მტრებიც ისინი იყვნენ.
ბრიტანულ მმართველობაში სახალხო წარმომადგენლობა მხოლოდ ერთი შტოა ნაციონალური საკანონმდებლო ხელისუფლებისა. საუკუნეების მანძილზე ეს ქვეყანა უმთავრესად აღებმიცემობას ეწეოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძნელად თუ მოიპოვება მეორე სახელმწიფო, ეგზომ გამალებით რომ ეწარმოებინოს ომები; საქმე ისაა, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს სამეფო ხალხის ლოცვა-კურთხევით ებმებოდა ომებში.
სახალხო და სამეფო ომები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთნაირი სიხშირით ხდებოდა. ხალხის ღაღადსა და, მათი სურვილის საპირისპიროდ და სახელმწიფოს ჭეშმარიტ ინტერესთა საზიანოდაც კი, სახალხო წარმომადგენელთა დაჟინებულ მოთხოვნას ხშირად ჩაუთრევია ომში მონარქები. ევროპა დიდი ხნით იყო ცეცხლის ალებში გახვეული იმის გამო, რომ პირველობისათვის ერთმანეთს ეცილებოდა ორი სამეფო კარი: ავსტრია და ბურბონები. კარგადაა ცნობილი, რომ ამ ომში ინგლისის მიერ საფრანგეთის ათვალწუნება მათივე სათაყვანები წინამძღოლის  ამბიციასა და სიძულვილს თუ ჩამოუვარდებოდა მხოლოდ; ინგლისელების ამ უსაშველო ანტიპათიამ გაუსაძლისად გააჭიანურა ეს ომი. საღი პოლიტიკის საზღვრებში ვეღარ ეტეოდა იგი. გარკვეულ პერიოდებში სამეფო კარის ინტერესებშიც აღარ შედიოდა მისი განგრძობა.
ხსენებულ ორ სახელმწიფოს შორის ომებს, უმეტესწილად, კომერციული მოსაზრებები ასაზრდოებდა. ყოველ მათგანს სურდა მეორე დაეჯაბნა აღებმიცემობის ერთს რომელიმე სფეროში. უფრთხოდა იმას, ვაითუ უპირატესობა დავკარგო საზოგადოდ ვაჭრობის და ნაოსნობის სფეროშიო. უფრო სათაკილო რამაც ხდებოდა _ ერთი სახელმწიფო მეორის ბაზარზე უნებართვო ვაჭრობას ესწრაფვოდა. ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის ერთ-ერთი ბოლო ომი იმის გამო დაიწყო, რომ ინგლისელმა ვაჭრებმა ესპანეთის ამერიკასთან უკანონო ვაჭრობა სცადეს.
ბრიტანულ უსამართლობას ესპანეთმა იმით უპასუხა, რომ უკიდურესად მკაცრი ზომები გაატარა ბრიტანეთის ქვეშევრდომთა მიმართ. ესპანური სანქციები არაფრით იყო გონივრული, ამიტომაც სამართლიანად დასდეს მას ბრალი სისასტიკესა და არაადამიანურობაში. ისე რომ, ესპანეთის მიერ გატარებული ღონისძიებები უფრო მართლზომიერი როდი იყო, ვიდრე ინგლისელი ვაჭრების საქციელი, თავს რომ ასეთი სისასტიკე დაიტეხეს. ესპანელებმა ბევრი ინგლისელი სოვდაგარი იგდეს ხელთ და ესპანეთის ამერიკის სანაპიროზე, პოტოზის მაღაროებში გააგზავნეს სამუშაოდ. როცა კაცს გამძვინვარება დარევს ხოლმე ხელს, არად დაგიდევს, სად უდანაშაულოა, სად დამნაშავე. ყველას ერთად მოუსვეს ხელი და უმართებულო სასჯელი დაადეს. სოვდაგართა ღაღადისმა შურისძიების ცეცხლი დაანთო თანამემამულეთა შორის; მისი ალები თემთა პალატას მოედო, მერე კი სამინისტროსაც შეენთო. გასცეს სიგელები, კონტრრეპრესიათა ნებას რომ იძლეოდა. ამას მოჰყვა ომი, რომელმაც მოშალა ყველა ის კავშირი, ოცი წლის მანძილზე რომ შენდებოდა და ყველას იმედს უნერგავდა, მალე ვიგემებთო მის კეთილისმყოფელ ნაყოფს.
და ახლა, როცა გულისყურით ვეკიდებით სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, რომელთა მდგომარეობა ჩვენსას წააგავს, განა გვაქვს საფუძველი ავყვეთ ოცნებებს და ვიქონიოთ იმედი, რომ კონფედერაციის დაშლის შემდგომ მათს წევრებს შორის მშვიდობა და გულითადობა დაისადგურებს? განა თავი არ მოგვაბეზრეს იმ მცდარმა და სულელურმა თეორიებმა, ადამიანის გრძნობა-გონებას რომ ელამუნება, რაკი გვპირდება,  ჩამოგვაშორონ ის არასრულყოფილება, სისუსტე და ბოროტება, რომლებიც ყველა ჯურის საზოგადოებას ახასიათებს? განა დრო არ არის გამოვერკვეთ ოქროს საუკუნეზე ამ გონებისწამღები სიზმრიდან და პოლიტიკური მოქმედების ერთი პრაქტიკული მაქსიმა გავითავისოთ; ჩვენ, ისევე, როგორც დედამიწის ყოველი სხვა მკვიდრი, განა ჯერ ისევ ძალზე შორს არა ვართ სრული სიბრძნისა და სრული სათნოების სანეტარო იმპერიიდან?
ამასობაში კი უკიდურესად დაცემულია ჩვენი ნაციონალური ღირსება და ნდობა. საყოველთაო წუხილს ბადებს ჩვენი მმართველობის დასუსტება და დასნეულება. ჩრდილოეთ კაროლინის ერთი ნაწილი აჯანყებას მოუცავს; შეშფოთებას იწვევს არეულობა პენსილვანიაში; მასაჩუსეტში ამბოხია და ჯანყი; რარიგ მრავლისმეტყველია ეს მოვლენები!…
კაცობრიობის გამოცდილება სულაც არ ადასტურებს იმ პრინციპების სისწორეს, რომლებიც ძილისმომგვრელი გრძნეულებით ჩაგვიჩურჩულებენ, კავშირის დარღვევის შემთხვევაში შტატებს შორის უთანხმოება და მტრობა არ ჩამოვარდებაო; პირიქით, საზოგადოების განვითარებაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად საკაცობრიო აზრმა ერთი პოლიტიკური აქსიომა შეადგინა: სახელმწიფოთა ურთიერთმეზობლობა და სიახლოვე მათ შორის ბუნებრივი მტრობის საწინდარიაო. ერთი გონიერი მწერალი ამის შესახებ შემდეგ რასმე ამბობს: “სახელმწიფოები,  რომლებიც  ერთმანეთის მეზობლად არიან, ბუნებრივი მტრობით იმსჭვალებიან ერთი მეორის მიმართ, ვიდრე საერთო სიძაბუნე არ აიძულებს მათ კონფედერაციულ რესპუბლიკად გაერთიანდნენ; სანამ კონსტიტუცია თავიდან არ ააშორებს მათ იმ უთანხმოებებს, ურთიერთმეზობლობა რომ აჩენს; სანამ არ აღმოფხვრის იგი იმ ფარულ შურს, რომლითაც აღიძვრის სახელმწიფოები, რათა მეზობელი დააკნინონ, თვითონ კი აღზევდნენ”  ამ სიტყვებში სიძაბუნეცაა ნახსენები და ის საშუალებაცაა მოცემული, რითაც მას უნდა ვუწამლოთ.

The Federalist No. 6 : HAMILTON
November 14, 1787

To the People of the State of New York:

The three last numbers of this paper have been dedicated to an enumeration of the dangers to which we should be exposed, in a state of disunion, from the arms and arts of foreign nations. I shall now proceed to delineate dangers of a different and, perhaps, still more alarming kind–those which will in all probability flow from dissensions between the States themselves, and from domestic factions and convulsions. These have been already in some instances slightly anticipated; but they deserve a more particular and more full investigation.

A man must be far gone in Utopian speculations who can seriously doubt that, if these States should either be wholly disunited, or only united in partial confederacies, the subdivisions into which they might be thrown would have frequent and violent contests with each other. To presume a want of motives for such contests as an argument against their existence, would be to forget that men are ambitious, vindictive, and rapacious. To look for a continuation of harmony between a number of independent, unconnected sovereignties in the same neighborhood, would be to disregard the uniform course of human events, and to set at defiance the accumulated experience of ages.

The causes of hostility among nations are innumerable. There are some which have a general and almost constant operation upon the collective bodies of society. Of this description are the love of power or the desire of pre-eminence and dominion–the jealousy of power, or the desire of equality and safety. There are others which have a more circumscribed though an equally operative influence within their spheres. Such are the rivalships and competitions of commerce between commercial nations. And there are others, not less numerous than either of the former, which take their origin entirely in private passions; in the attachments, enmities, interests, hopes, and fears of leading individuals in the communities of which they are members. Men of this class, whether the favorites of a king or of a people, have in too many instances abused the confidence they possessed; and assuming the pretext of some public motive, have not scrupled to sacrifice the national tranquillity to personal advantage or personal gratification.

The celebrated Pericles, in compliance with the resentment of a prostitute,  [1] at the expense of much of the blood and treasure of his countrymen, attacked, vanquished, and destroyed the city of the SAMNIANS. The same man, stimulated by private pique against the MEGARENSIANS, [2] another nation of Greece, or to avoid a prosecution with which he was threatened as an accomplice of a supposed theft of the statuary Phidias, [3] or to get rid of the accusations prepared to be brought against him for dissipating the funds of the state in the purchase of popularity, [4] or from a combination of all these causes, was the primitive author of that famous and fatal war, distinguished in the Grecian annals by the name of the PELOPONNESIAN war; which, after various vicissitudes, intermissions, and renewals, terminated in the ruin of the Athenian commonwealth.
The ambitious cardinal, who was prime minister to Henry VIII., permitting his vanity to aspire to the triple crown,  [5] entertained hopes of succeeding in the acquisition of that splendid prize by the influence of the Emperor Charles V. To secure the favor and interest of this enterprising and powerful monarch, he precipitated England into a war with France, contrary to the plainest dictates of policy, and at the hazard of the safety and independence, as well of the kingdom over which he presided by his counsels, as of Europe in general. For if there ever was a sovereign who bid fair to realize the project of universal monarchy, it was the Emperor Charles V., of whose intrigues Wolsey was at once the instrument and the dupe.
The influence which the bigotry of one female, [6] the petulance of another, [7] and the cabals of a third, [8] had in the contemporary policy, ferments, and pacifications, of a considerable part of Europe, are topics that have been too often descanted upon not to be generally known.

To multiply examples of the agency of personal considerations in the production of great national events, either foreign or domestic, according to their direction, would be an unnecessary waste of time. Those who have but a superficial acquaintance with the sources from which they are to be drawn, will themselves recollect a variety of instances; and those who have a tolerable knowledge of human nature will not stand in need of such lights to form their opinion either of the reality or extent of that agency. Perhaps, however, a reference, tending to illustrate the general principle, may with propriety be made to a case which has lately happened among ourselves. If Shays had not been a desperate debtor, it is much to be doubted whether Massachusetts would have been plunged into a civil war.

But notwithstanding the concurring testimony of experience, in this particular, there are still to be found visionary or designing men, who stand ready to advocate the paradox of perpetual peace between the States, though dismembered and alienated from each other. The genius of republics (say they) is pacific; the spirit of commerce has a tendency to soften the manners of men, and to extinguish those inflammable humors which have so often kindled into wars. Commercial republics, like ours, will never be disposed to waste themselves in ruinous contentions with each other. They will be governed by mutual interest, and will cultivate a spirit of mutual amity and concord.

Is it not (we may ask these projectors in politics) the true interest of all nations to cultivate the same benevolent and philosophic spirit? If this be their true interest, have they in fact pursued it? Has it not, on the contrary, invariably been found that momentary passions, and immediate interest, have a more active and imperious control over human conduct than general or remote considerations of policy, utility or justice? Have republics in practice been less addicted to war than monarchies? Are not the former administered by MEN as well as the latter? Are there not aversions, predilections, rivalships, and desires of unjust acquisitions, that affect nations as well as kings? Are not popular assemblies frequently subject to the impulses of rage, resentment, jealousy, avarice, and of other irregular and violent propensities? Is it not well known that their determinations are often governed by a few individuals in whom they place confidence, and are, of course, liable to be tinctured by the passions and views of those individuals? Has commerce hitherto done anything more than change the objects of war? Is not the love of wealth as domineering and enterprising a passion as that of power or glory? Have there not been as many wars founded upon commercial motives since that has become the prevailing system of nations, as were before occasioned by the cupidity of territory or dominion? Has not the spirit of commerce, in many instances, administered new incentives to the appetite, both for the one and for the other? Let experience, the least fallible guide of human opinions, be appealed to for an answer to these inquiries.

Sparta, Athens, Rome, and Carthage were all republics; two of them, Athens and Carthage, of the commercial kind. Yet were they as often engaged in wars, offensive and defensive, as the neighboring monarchies of the same times. Sparta was little better than a well regulated camp; and Rome was never sated of carnage and conquest.

Carthage, though a commercial republic, was the aggressor in the very war that ended in her destruction. Hannibal had carried her arms into the heart of Italy and to the gates of Rome, before Scipio, in turn, gave him an overthrow in the territories of Carthage, and made a conquest of the commonwealth.

Venice, in later times, figured more than once in wars of ambition, till, becoming an object to the other Italian states, Pope Julius II. found means to accomplish that formidable league, [9]  which gave a deadly blow to the power and pride of this haughty republic.

The provinces of Holland, till they were overwhelmed in debts and taxes, took a leading and conspicuous part in the wars of Europe. They had furious contests with England for the dominion of the sea, and were among the most persevering and most implacable of the opponents of Louis XIV.

In the government of Britain the representatives of the people compose one branch of the national legislature. Commerce has been for ages the predominant pursuit of that country. Few nations, nevertheless, have been more frequently engaged in war; and the wars in which that kingdom has been engaged have, in numerous instances, proceeded from the people.

There have been, if I may so express it, almost as many popular as royal wars. The cries of the nation and the importunities of their representatives have, upon various occasions, dragged their monarchs into war, or continued them in it, contrary to their inclinations, and sometimes contrary to the real interests of the State. In that memorable struggle for superiority between the rival houses of AUSTRIA and BOURBON, which so long kept Europe in a flame, it is well known that the antipathies of the English against the French, seconding the ambition, or rather the avarice, of a favorite leader, [10]  protracted the war beyond the limits marked out by sound policy, and for a considerable time in opposition to the views of the court.

The wars of these two last-mentioned nations have in a great measure grown out of commercial considerations,–the desire of supplanting and the fear of being supplanted, either in particular branches of traffic or in the general advantages of trade and navigation; [and sometimes even the more culpable desire of sharing in the commerce of other nations, without their consent.

The last war between Britain and Spain sprang from the attempts of the English merchants, to prosecute an illicit trade with the Spanish main. These unjustifiable practices on their part produced severities on the part of the Spaniards, towards the subjects of Great Britain, which were not more justifiable; because they exceeded the bounds of a just retaliation, and were chargeable with inhumanity and cruelty. Many of the English who were taken on the Spanish coasts were sent to dig in the mines of Potosi; and by the usual progress of a spirit of resentment, the innocent were after a while confounded with the guilty in indiscriminate punishment. The complaints of the merchants kindled a violent flame throughout the nation, which soon after broke out in the house of commons, and was communicated from that body to the ministry. Letters of reprisal were granted and a war ensued, which in its consequences overthrew all the alliances that but twenty years before had been formed, with sanguine expectations of the most beneficial fruits.]

From this summary of what has taken place in other countries, whose situations have borne the nearest resemblance to our own, what reason can we have to confide in those reveries which would seduce us into an expectation of peace and cordiality between the members of the present confederacy, in a state of separation? Have we not already seen enough of the fallacy and extravagance of those idle theories which have amused us with promises of an exemption from the imperfections, weaknesses and evils incident to society in every shape? Is it not time to awake from the deceitful dream of a golden age, and to adopt as a practical maxim for the direction of our political conduct that we, as well as the other inhabitants of the globe, are yet remote from the happy empire of perfect wisdom and perfect virtue?

Let the point of extreme depression to which our national dignity and credit have sunk, let the inconveniences felt everywhere from a lax and ill administration of government, let the revolt of a part of the State of North Carolina, the late menacing disturbances in Pennsylvania, and the actual insurrections and rebellions in Massachusetts, declare!

So far is the general sense of mankind from corresponding with the tenets of those who endeavor to lull asleep our apprehensions of discord and hostility between the States, in the event of disunion, that it has from long observation of the progress of society become a sort of axiom in politics, that vicinity or nearness of situation, constitutes nations natural enemies. An intelligent writer expresses himself on this subject to this effect: “NEIGHBORING NATIONS (says he) are naturally enemies of each other unless their common weakness forces them to league in a CONFEDERATE REPUBLIC, and their constitution prevents the differences that neighborhood occasions, extinguishing that secret jealousy which disposes all states to aggrandize themselves at the expense of their neighbors.’’  [11]  This passage, at the same time, points out the EVIL and suggests the REMEDY

რეკლამა

დაწერე კომენტარი