ფედერალისტი # 16 : ჰამილტონი

ფედერალისტი # 16 : ჰამილტონი
1787წ. 4 დეკემბერი
 
 
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
ჩვენი კონფედერაციის მაგალითზე ნათლად ჩანს ის, თუ რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს იმ პრინციპის გამოდევნებამ, შტატებისა თუ სხვა თემებისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა მინიჭება რომ აქვს მიზნად. მისი მიხედვით ხომ ისინი კრებით პოლიტიკურ პირებად განიხილებიან. ამასვე ადასტურებენ ის ავბედითი მოვლენები, რანიც კონფედერაციული ყაიდის სხვა ხელისუფლებებმა  თავს დაიტეხეს. კატასტროფათა მასშტაბი კი იმ ზეგავლენის პირდაპირპროპორციულია, ამგვარ სისტემებზე ზემოხსენებული პრინციპი რომ ახდენს. უპრიანი იქნებოდა, ეს მოვლენა ცალკე გვეკვლია. მე კი იძულებული ვარ მხოლოდ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდე, რომ ძველი მსოფლიოს კონფდერაციებს შორის, რომელთა შესახებ ცნობები ისტორიამ შემოგვინახა, როგორც ჩანს, ლიკიური და აქაველთა ლიგები  ყველაზე ნაკლებად იყვნენ შებორკილნი ამ მცდარი პრინციპის ზემოქმედებით. ამიტომაც დაიმსახურეს მათ ძველი მწერლების მოწონება.
საქმე ეხება იმ გამორჩეულ პრინციპს, რომელიც ასევე სამართლიანად ითვლება ანარქიის მშობლად. კავშირის წევრთა ურჩობა ხომ მისი ბუნებრივი და უცილობელი ნაყოფია. ხოლო როგორც კი ის იჩენს თავს, მისი ჩახშობის კონსტიტუციური საშუალება მხოლოდ ძალაა. ძალის გამოყენებას კი სამოქალაქო ომი მოსდევს შედეგად.
გასარკვევი ისღა დაგვრჩა, მართვის ეს მექანიზმი, რომლის გამოყენება ჩვენთვის დამღუპველ შედეგთა მომტანია, საერთოდ ოდესმე ამართლებს თუ არა თავის მოწოდებას. თუ ნაციონალურ მთავრობას რეგულარული ჯარი არ ეყოლება, იგი ძალას საერთოდ ვერ გამოიყენებს. თუ მის განკარგულებაში იქნება შეიარაღებული ძალები, მაშინ თავიდან ვერ ავიცილებთ სამოქალაქო ომს. ყველაზე მოსალოდნელი კი ის არის, რომ ამ ომში შტატების ყველაზე ძლიერმა დაჯგუფებამ გაიმარჯვოს, სულერთია, იგი ნაციონალურ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, თუ მის წინააღმდეგ გამოვა. ალბათ იშვიათად მოხდება ის, რომ დაუმორჩილებლობა ერთმა შტატმა გამოაცხადოს. და რაკი ერთი ან მეტი სხვა ურჩი შტატიც მოიძებნება, ერთ ბედქვეშ მყოფნი, ბუნებრივია, პირს შეკრავენ და თავდაცვის მიზნით კიდეც გაერთიანდებიან. სიმპათიის გამომწვევი სხვა მიზეზიც  არსებობს. თუ ურჩი შტატი იმავდროულად დიდად გავლენიანიც არის, იგი ადვილად მოიხვეჭს სხვების ნდობას და თანამზრახველებადაც ადვილადვე გაიხდის მათ. დაუმორჩილებლობის საპატიო მიზეზის გამოგონებას ხომ არაფერი უნდა: საერთო თავისუფლებას საფრთხე ემუქრებაო. განგაშის ზარების დარისხება ხომ სხვა შტატებშიც ვნებათა ცეცხლს აღაგზნებს და ისეთ შტატებსაც კი მოედება, სამოკავშირეო მოვალეობათათვის თავის არიდება აზრადაც რომ  არასოდეს მოსვლიათ. ყველაზე უფრო სავარაუდო ის არის, რომ ამგვარი რამ მაშინ მოხდეს, როს შეძლებულ შტატთა მმართველებს პირადი განდიდების მანია შეიპყრობთ და გარეგანი კონტროლისგან სრულ თავისდაღწევას მოიწადინებენ; ამ მიზნის უკეთ განსახორციელებლად კი წინდაწინ მოისყიდიან მეზობელი შტატების ლიდერებს. თუკი ამფსონებს სახლში ვერ მოიძევენ, ქვეყნის გარეთ დაუწყებენ ძიებას. იმ ხალხს კი რა გამოლევს, ჩვენი კონფედერაციის დაშლისთვის სული რომ ელევა. ჩვენი მტკიცე კავშირი ხომ მათთვის თავზარდამცემი იქნება. ხმალი თუ ერთხელ იშიშვლე, ქარქაშში მისი ჩაგება ერთობ გაჭირდება, რაკი ადამიანური ვნებები ზომიერებას არად დაგიდევენ. ხელყოფილი ღირსება თუ წაქეზებული გულისწყრომა შეურაცხყოფის გამო სამაგიეროს მიზღვისთვის შეაგულიანებს შტატებს, რომელთა წინააღმდეგაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძალა იხმარა. დაუმორჩილებელი შტატები კი ყველაფერზე წავლენ და დამაკნინებელ მდგომარეობას არაფრით შეეგუებიან. პირველივე ასეთი ომი კი ბოლოს მოუღებს ჩვენს კავშირს.
ასეთი იქნება ჩვენი კონფედერაციის ძალისმიერი აღსასრული. შედარებით ბუნებრივი სიკვდილით კი, როგორც ჩანს, იგი მალევე  მიიცვლება, თუკი დაუყოვნებლივ ძირეულად არ შევცვლით მმართველობის ფედერალურ სისტემას. ჩვენი ხალხის სულისკვეთებიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ მორჩილმა შტატმა დაუმორჩილებელის წინააღმდეგ ხმალი საკავშირო ხელისუფლების დაცვის მიზნით იშიშვლოს. ისინი, ალბათ, უფრო იოლ არჩევანს გააკეთებენ, მათს მაგალითს მიბაძავენ და მხარს სწორედაც რომ ურჩ შტატებს მისცემენ. ისე რომ, ყველას დანაშაული ყველას უსაფრთხოებად იქცევა. ჩვენმა ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ გაამჟღავნა ზემოხსენებული სულისკვეთება. მაგრამ საქმე ის არის, რომ გადაულახავი დაბრკოლება იმის განსაზღვრაა, თუ როდისაა მართებული ძალის გამოყენება. ყველაზე ხშირად შტატებს ურჩობისკენ ფულადი შესატანების ვალდებულება უბიძგებს. მაგრამ  ძნელია იმის დადგენა, მისგან თავის არიდების გადაწყვეტილება საამისო სურვილის არქონითაა გამოწვეული, თუ გადახდისუუნარობით. ჩვეულებრივ ამ უკანასკნელს იმიზეზებენ ხოლმე. იძულების მკაცრი ზომის გასამართლებლად კი შტატის მიერ ჩადენილი დანაშაული შეუწყნარებელი უნდა იყოს. ამგვარი პრობლემა ისე ხშირად წამოიჭრება, რომ ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს: ის ჯგუფი, რომელიც ეროვნულ საბჭოში უმრავლესობაში იქნება, გასაქანს თავის პარტიულსა და მიკერძოებულ შეხედულებებს მისცემს, რაც სხვა ჯგუფების შევიწროებას გამოიწვევს.
ძნელი, ალბათ, არც იმის დასაბუთებაა, რომ შტატებმა, უპრიანი იქნება,  უპირატესობა არ მიანიჭონ ისეთ საერთო – ეროვნულ კონსტიტუციას, რომლის ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად მრავალრიცხოვანი არმიის ყოლა იქნებოდა აუცილებელი, მუდმივ სამხედრო ლაშქრობებს რომ მოაწყობდა მთავრობის თითოეული რიგითი გდაწყვეტილებისა თუ დეკრეტის ცხოვრებაში გასატარებლად. სწორედ ასეთ ალტერნატივას გვთავაზობს ის ხალხი, რომელსაც არა სწადია ცენტრალური მთავრობის დადგენილებანი ცალკე ინდივიდებზე ვრცელდებოდეს. ამგვარი გეგმა, თუკი მას საერთოდ უწერია განხორციელება, უმალვე სამხედრო დესპოტიზმად გადაგვარდება. მაგრამ, როგორც ვნახავთ, ამგვარი  ჩანაფიქრის შესრულება შეუძლებელია. კავშირის რესურსები ვერ გასწვდება საკმარისად ძლიერი არმიის შენახვას, რომელიც დიდ შტატს მოვალეობის შესრულებას აიძულებდა. უფრო მეტი, ამგვარი ჯარის შექმნის დასაწყებადაც კი არანაირი სახსარი არ მოიძევება. ვისაც იმის წარმოდგენა ძალუძს, თუ რარიგ მრავალრიცხოვანი გახდება შტატების მოსახლეობა და რარიგ გაძლიერდება თითოეული მათგანი თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგ, მისთვის იმთავითვე ცხადია, თუ რაოდენ ფუჭი და წარმოსახვითია ყოველი ისეთი გეგმა, მათი ქმედებების რეგულირებას რომ ზემოხსენებული ყაიდის კანონებით შეეცდება. საქმე  ეხება ისეთ კანონებს, რომელთა შესრულება მათ როგორც კრებით პირებს, დაეკისრებათ და იძულებაც მათ როგორც კრებითი პირების, მიმართ განხორციელდება. ამგვარი გეგმა არაფრით არის უფრო ნაკლებ რომანტიული, ვიდრე ის ანტიკური გადმოცემებია, საარაკო გმირებსა და ნახევრად ღმერთებს, ურჩხულის მომთვინიერებელ ძალას რომ მიაწერდა.
იმ პრინციპის ქმედითობა, რომელიც დამოუკიდებელი შტატებისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა გადაცემას და მათი სამხედრო იძულების წესით განხორციელებას ითვალისწინებს, მცირე კონფედერაციებშიც კი არ დასტურდება. საქმე ისეთ კონფედერაციებს ეხება, რომლის წევრებიც მოცულობით ჩვენს საგრაფოებსაც კი ჩამოუვარდება. ასეთ კონფედერაციებში სამხედრო იძულებას იშვიათად იყენებდნენ და ისიც, უპირატესად, მისი ყველაზე სუსტი წევრების მიმართ. ძალზე ხშირად გაკერპებული თუ გაჯიუტებული შტატების მიმართ ძალის გამოყენება სისხლიანი სამოქალაქო ომის გაჩაღებას მოასწავებდა. ბევრჯერ მომხდარა, რომ კონფედერაციის ერთ ნაწილს თავისი საბრძოლო დროშები მისი მეორე ნაწილის წინააღმდეგ აეფრიალებინა.
განათლებული ადამიანი ამგვარი დაკვირვებებიდან ერთ დასკვნას გააკეთებს: თუკი საერთოდ შესაძლებელია ფედერალური მმართველობის მოწყობა, რომელიც ჩვენს საერთო საზრუნავსა და საყოველთაო სიმშვიდეზე იზრუნებდა, მაშინ მისდამი რწმუნებული საქმეების განმგებლობაში იგი სრულიად სხვა პრინციპს უნდა ემყარებოდეს და არა იმას, რომელსაც განსახილველად შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი იცავენ. მისი საქმიანობა  უშუალოდ უნდა ვრცელდებოდეს ცალკეულ მოქალაქეზე. ისე რომ, ფედერალურ მმართველობასა და მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს მოსაშუალე საკანონმდებლო ორგანო. მას უნდა ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებანი ჩვეულებრივი მაგისტრატურის მეშვეობით განახორციელოს. საერთო – ეროვნული ხელისუფლების უპირატესობას სასამართლოები უნდა უზრუნველყოფდნენ. საკავშირო ხელისუფლება, მსგავსად შტატის მთავრობისა, უშუალოდ უნდა პასუხობდეს ცალკეული ინდივიდის სასოებასა და შიშს; უნდა შეეძლოს ისეთ ვნებათა გადმობირება, ადამიანთა გულებზე რომ ბატონობენ. ერთი სიტყვით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში იგი უნდა იყენებდეს ყველა იმ მეთოდს, საშუალებასა და უფლებას, რომლებსაც ცალკეული შტატის ხელისუფლება თავისი უფლებამოსილების გასახორციელებლად მიმართავს.
ამაზე შეიძლება შემოგვეპასუხონ და გვითხრან: თუ რომელიმე შტატი საკავშირო ხელისუფლებით განაწყენდება, იგი საკავშირო კანონებს ობსტრუქციას მოუწყობს; ეს კი იმავე ძალის გამოყენებამდე მიგვიყვანს, რის გამოც ჩვენს ოპონენტებს ვსაყვედურობთო.
მაგრამ ამგვარი შეპასუხების უსაფუძვლობაში უმალ დავრწმუნდებით _ როგორც კი ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას მივაპყრობთ ყურადღებას; ერთია დაუმორჩილებლობა და სრულიად სხვაა პირდაპირი და აქტიური წინააღმდეგობა.  თუკი შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა აუცილებელია საკავშირო ღონისძიებათა გასახორციელებლად, მაშინ ამგვარ ღონისძიებათა ჩასაგდებად საკმარისი მათი უმოქმედობა ანდა ირიბი მოქმედება იქნება. მოვალეობისთვის ამგვარი თავის არიდება, შეიძლება, შენიღბული იყოს და ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი, სინამდვილეში კი არადმისაჩნევი გამაფრთხილებელი ზომების სახით იყოს წარმოდგენილი: აქაოდა ხალხის შეშფოთება არ გვინდა კონსტიტუციის უსაფრთხოების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკითო. შტატის ხელმძღვანელები კონსტიტუციის ფარულ ხელყოფას ღირსებადაც კი მიიწერენ:  მოცემულ მომენტში საერთო საქმისთვის ეს უფრო სასარგებლოა, გამონაკლისი დავუშვით, შანსი ხელიდან არ გავუშვითო.
მაგრამ თუ არ იქნება აუცილებელი ის, რომ საერთო – ეროვნული მთავრობის კანონები შტატის საკანონმდებლო ორგანოთა მეშვეობით ხორციელდებოდეს,  მაშინ ისინი უშუალოდ გავრცელდებიან ცალკეულ მოქალაქეებზე; ადგილობრივი ხელისუფლება, აშკარა დაპირისპირებისა და არაკონსტიტუციური ძალის გამოუყენებლად ვეღარ შეაჩერებს მათ მოქმედებას. მოვალეობის დავიწყება, ანდა ირიბი მოქმედება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება. შტატები  იძულებულნი იქნებიან, იმოქმედონ. მათი ქმედებიდან კი ყველა თვალნათლივ დაინახავს, თუ როგორ ხელყოფენ ისინი საერთო – ეროვნულ უფლებებს. ამგვარი ექსპერიმენტის ჩატარება ყოველთვის სახიფათო იქნება. მით უფრო, თუკი საქმე ისეთ კონსტიტუციასთან გვაქვს, რომელსაც თავისი თავის დაცვა ხელეწიფება, ხალხი კი საკმაოდ განათლებულია საიმისოდ, რომ კანონიერება ხელისუფლების უკანონო უზურპაციისგან განასხვაოს. ამგვარი უზურპაციის წარმატებით გასახორციელებლად არ არის საკმარისი ის, რომ უზურპაციის მსურველი შტატის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციულ უპირატესობას ფლობდეს; აუცილებელია, მას სასამართლოებიცა და ხალხის მასებიც მხარს უჭერდეს. თუ მოსამართლენი საიდუმლოდ არ გაურიგდებიან კანონმდებლებს, მაშინ ისინი ამგვარი უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უკანონოდ თუ არაკოსტიტუციურად სცნობენ და ბათილად გამოაცხადებენ. თუ ხალხს, კონსტიტუციის ბუნებრივი მცველი რომაა, მათივე წარმომადგენელთა სენი არ დარევს ხელს, ამ დაპირისპირებაში იგი საკავშირო ხელისუფლებას დაუჭერს მხარს და სასწორის პინაც მის სასარგებლოდ გადაიხრება.  უზურპაციის ამგვარი მცდელობანი, თუკი ისინი ფედერალური ხელისუფლების ტირანული ხასიათით არ არიან განპირობებულნი,  ძნელად რომ  ნაჩქარევად და დაუდევრად განხორციელდნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თაოსნებს საფრთხე დაემუქრებათ.
თუ საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას წინააღმდეგობას რომელიმე გაკერპებული ანდა მეამბოხე პირი გაუწევს თავისი არამართლზომიერი ქცევით, ამ ბოროტებას იგი იმავე მეთოდებით უნდა შეებრძოლოს, რომლებსაც შტატის მთავრობა იყენებს ანალოგიურ შემთხვევებში. როგორც ვიცით, მაგისტრატურას მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი კანონის განხორციელების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა ევალება; მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვისი გამოცემულია იგი. ისე რომ, მაგისტრატურა საერთო – ეროვნული თუ ადგილობრივი დადგენილებების სადარაჯოზეც იქნება, რათა თავაშვებულ პირთა მხრიდან მათი ხელყოფის მცდელობა აღკვეთოს. რაც შეეხება ლოკალურ მღელვარებათ და ჯანყებს ადგილობრივ, არც თუ ისე მნიშვნელოვან  კლანთა ხლართები რომ იწვევენ და  ჟამიდან – ჟამს  მოსვენებას  უკარგავენ საზოგადოებას; რაც შეეხება მოულოდნელ უკმაყოფილობებს, აქა – იქ რომ იჩენენ თავს და  საზოგადოების არცთუ მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავენ, საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას მათი აღკვეთის ბევრად უფრო მეტი საშუალება ექნება, ვიდრე ცალკეულ შტატს.  ხოლო რაც შეეხება დაუძინებელ მტრობას, რომლის ხანძარი, გარემოებათა დამთხვევის წყალობით, შესაძლოა, მთელ ქვეყანას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც მოედოს და რომლის მიზეზი ისევე შეიძლება იყოს ცენტრალური ხელისუფლებით უკმაყოფილება, როგორც სახალხო მღელვარებისთვის დამახასიათებელი ფეთქებადი ხასიათი, – ასეთი მოვლენები ჩვეულებრივ გათვლას არ ემორჩილებიან.  თითოეული მათგანი რევოლუციისა და ქვეყნის დაშლის ტოლფასია. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც მათი გაკონტროლება, ანდა თავიდან აშორება შეეძლოს. არიან მოვლენები, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ადამიანურ ძალ – ღონეს აღემატება. ამიტომ არცა ღირს ხელისუფლებას ბრალად ის წაუყენო, რომ მან შეუძლებელი ვერ შეძლო.

The Federalist No. 16 : HAMILTON

December 4, 1787

To the People of the State of New York:

The tendency of the principle of legislation for States, or communities, in their political capacities, as it has been exemplified by the experiment we have made of it, is equally attested by the events which have befallen all other governments of the confederate kind, of which we have any account, in exact proportion to its prevalence in those systems. The confirmations of this fact will be worthy of a distinct and particular examination.  I shall content myself with barely observing here, that of all the confederacies of antiquity, which history has handed down to us, the Lycian and Achaean leagues, as far as there remain vestiges of them, appear to have been most free from the fetters of that mistaken principle, and were accordingly those which have best deserved, and have most liberally received, the applauding suffrages of political writers.

cyc

This exceptionable principle may, as truly as emphatically, be styled the parent of anarchy: It has been seen that delinquencies in the members of the Union are its natural and necessary offspring; and that whenever they happen, the only constitutional remedy is force, and the immediate effect of the use of it, civil war.
It remains to inquire how far so odious an engine of government, in its application to us, would even be capable of answering its end. If there should not be a large army constantly at the disposal of the national government it would either not be able to employ force at all, or, when this could be done, it would amount to a war between parts of the Confederacy concerning the infractions of a league, in which the strongest combination would be most likely to prevail, whether it consisted of those who supported or of those who resisted the general authority. It would rarely happen that the delinquency to be redressed would be confined to a single member, and if there were more than one who had neglected their duty, similarity of situation would induce them to unite for common defense. Independent of this motive of sympathy, if a large and influential State should happen to be the aggressing member, it would commonly have weight enough with its neighbors to win over some of them as associates to its cause. Specious arguments of danger to the common liberty could easily be contrived; plausible excuses for the deficiencies of the party could, without difficulty, be invented to alarm the apprehensions, inflame the passions, and conciliate the good-will, even of those States which were not chargeable with any violation or omission of duty. This would be the more likely to take place, as the delinquencies of the larger members might be expected sometimes to proceed from an ambitious premeditation in their rulers, with a view to getting rid of all external control upon their designs of personal aggrandizement; the better to effect which it is presumable they would tamper beforehand with leading individuals in the adjacent States. If associates could not be found at home, recourse would be had to the aid of foreign powers, who would seldom be disinclined to encouraging the dissensions of a Confederacy, from the firm union of which they had so much to fear. When the sword is once drawn, the passions of men observe no bounds of moderation. The suggestions of wounded pride, the instigations of irritated resentment, would be apt to carry the States against which the arms of the Union were exerted, to any extremes necessary to avenge the affront or to avoid the disgrace of submission. The first war of this kind would probably terminate in a dissolution of the Union.

This may be considered as the violent death of the Confederacy. Its more natural death is what we now seem to be on the point of experiencing, if the federal system be not speedily renovated in a more substantial form. It is not probable, considering the genius of this country, that the complying States would often be inclined to support the authority of the Union by engaging in a war against the non-complying States. They would always be more ready to pursue the milder course of putting themselves upon an equal footing with the delinquent members by an imitation of their example. And the guilt of all would thus become the security of all. Our past experience has exhibited the operation of this spirit in its full light. There would, in fact, be an insuperable difficulty in ascertaining when force could with propriety be employed. In the article of pecuniary contribution, which would be the most usual source of delinquency, it would often be impossible to decide whether it had proceeded from disinclination or inability. The pretense of the latter would always be at hand. And the case must be very flagrant in which its fallacy could be detected with sufficient certainty to justify the harsh expedient of compulsion. It is easy to see that this problem alone, as often as it should occur, would open a wide field for the exercise of factious views, of partiality, and of oppression, in the majority that happened to prevail in the national council.

It seems to require no pains to prove that the States ought not to prefer a national Constitution which could only be kept in motion by the instrumentality of a large army continually on foot to execute the ordinary requisitions or decrees of the government. And yet this is the plain alternative involved by those who wish to deny it the power of extending its operations to individuals. Such a scheme, if practicable at all, would instantly degenerate into a military despotism; but it will be found in every light impracticable. The resources of the Union would not be equal to the maintenance of an army considerable enough to confine the larger States within the limits of their duty; nor would the means ever be furnished of forming such an army in the first instance. Whoever considers the populousness and strength of several of these States singly at the present juncture, and looks forward to what they will become, even at the distance of half a century, will at once dismiss as idle and visionary any scheme which aims at regulating their movements by laws to operate upon them in their collective capacities, and to be executed by a coercion applicable to them in the same capacities. A project of this kind is little less romantic than the monster-taming spirit which is attributed to the fabulous heroes and demi-gods of antiquity.

Even in those confederacies which have been composed of members smaller than many of our counties, the principle of legislation for sovereign States, supported by military coercion, has never been found effectual. It has rarely been attempted to be employed, but against the weaker members; and in most instances attempts to coerce the refractory and disobedient have been the signals of bloody wars, in which one half of the confederacy has displayed its banners against the other half.

The result of these observations to an intelligent mind must be clearly this, that if it be possible at any rate to construct a federal government capable of regulating the common concerns and preserving the general tranquillity, it must be founded, as to the objects committed to its care, upon the reverse of the principle contended for by the opponents of the proposed Constitution. It must carry its agency to the persons of the citizens. It must stand in need of no intermediate legislations; but must itself be empowered to employ the arm of the ordinary magistrate to execute its own resolutions. The majesty of the national authority must be manifested through the medium of the courts of justice. The government of the Union, like that of each State, must be able to address itself immediately to the hopes and fears of individuals; and to attract to its support those passions which have the strongest influence upon the human heart. It must, in short, possess all the means, and have aright to resort to all the methods, of executing the powers with which it is entrusted, that are possessed and exercised by the government of the particular States.

To this reasoning it may perhaps be objected, that if any State should be disaffected to the authority of the Union, it could at any time obstruct the execution of its laws, and bring the matter to the same issue of force, with the necessity of which the opposite scheme is reproached.

The plausibility of this objection will vanish the moment we advert to the essential difference between a mere NON-COMPLIANCE and a DIRECT and ACTIVE RESISTANCE. If the interposition of the State legislatures be necessary to give effect to a measure of the Union, they have only NOT TO ACT, or to ACT EVASIVELY, and the measure is defeated. This neglect of duty may be disguised under affected but unsubstantial provisions, so as not to appear, and of course not to excite any alarm in the people for the safety of the Constitution. The State leaders may even make a merit of their surreptitious invasions of it on the ground of some temporary convenience, exemption, or advantage.

But if the execution of the laws of the national government should not require the intervention of the State legislatures, if they were to pass into immediate operation upon the citizens themselves, the particular governments could not interrupt their progress without an open and violent exertion of an unconstitutional power. No omissions nor evasions would answer the end. They would be obliged to act, and in such a manner as would leave no doubt that they had encroached on the national rights. An experiment of this nature would always be hazardous in the face of a constitution in any degree competent to its own defense, and of a people enlightened enough to distinguish between a legal exercise and an illegal usurpation of authority. The success of it would require not merely a factious majority in the legislature, but the concurrence of the courts of justice and of the body of the people. If the judges were not embarked in a conspiracy with the legislature, they would pronounce the resolutions of such a majority to be contrary to the supreme law of the land, unconstitutional, and void. If the people were not tainted with the spirit of their State representatives, they, as the natural guardians of the Constitution, would throw their weight into the national scale and give it a decided preponderancy in the contest. Attempts of this kind would not often be made with levity or rashness, because they could seldom be made without danger to the authors, unless in cases of a tyrannical exercise of the federal authority.

If opposition to the national government should arise from the disorderly conduct of refractory or seditious individuals, it could be overcome by the same means which are daily employed against the same evil under the State governments. The magistracy, being equally the ministers of the law of the land, from whatever source it might emanate, would doubtless be as ready to guard the national as the local regulations from the inroads of private licentiousness. As to those partial commotions and insurrections, which sometimes disquiet society, from the intrigues of an inconsiderable faction, or from sudden or occasional ill humors that do not infect the great body of the community the general government could command more extensive resources for the suppression of disturbances of that kind than would be in the power of any single member. And as to those mortal feuds which, in certain conjunctures, spread a conflagration through a whole nation, or through a very large proportion of it, proceeding either from weighty causes of discontent given by the government or from the contagion of some violent popular paroxysm, they do not fall within any ordinary rules of calculation. When they happen, they commonly amount to revolutions and dismemberments of empire. No form of government can always either avoid or control them. It is in vain to hope to guard against events too mighty for human foresight or precaution, and it would be idle to object to a government because it could not perform impossibilities.

რეკლამა

დაწერე კომენტარი