ფაშინიანი: „მზად უნდა ვიყოთ“ – სომხეთი საქართველოს დახმარებისთვის მიმართავს?!

პაშინიანი გახარია

ვიმედოვნებთ, დახმარების საჭიროება არ დადგება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი და საქართველო დავეხმაროთ ერთმანეთს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მედიის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა – დასაშვებად მიიჩნევს, თუ არა სომხეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის საქართველოს მიმართოს.

„ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება. რადგან ჩვენ ყველაფრის ისე გაკეთებას შევძლებთ, რომ რეანიმაციული განყოფილებების აუცილებლობა არ იყოს.

ამრიგად, შევძლებთ, გავაკეთოთ ისე, რომ დახმარება არ გახდეს საჭირო, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ორმხრივად მზად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო, დავეხმაროთ ერთმანეთს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში წითელას ვირუსის გავრცელების დროს სომხეთმა 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინა მიაწოდა მეზობელ ქვეყანას.

ბოლო მონაცემებით სომხეთი მორიგ ანტირეკორს ამყარებს – იქ „კოვიდ-19“-ის 8 927 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთაგან 127 პირი გარდაიცვალა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დახმარების საკითხს დააყენებს, საქართველო მზად არის ამისთვის.

„სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თუ ჩვენ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შედის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პოპულარული

"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
ია ფარულავამ ფილმ "სიყვარული ვენახშის" შემდეგ პირველად მკერდი გამოაჩინა(ფოტო)
დაწერე კომენტარი