რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც ბიჭის მიერ გოგოს დაწვის მცდელობის ფაქტს შეესწრნენ

არ გადაკვეთო

მამაკაცის მიერ ყოფილი შეყვარებულის, მკვლელობის მცდელობის თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა წინასწარ დაგეგმა ეს დანაშაული, რა მიზნითაც წინასწარ აღმართა ხელოვნური ბარიერები იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ხელი არ შეეშალათ მკვლელობაში.

„გავიგე აფეთქების ხმა, რასაც მოჰყვა ღრიალი. განწირული ხმით ღრიალებდა თვითონ დაზარალებული. ცეცხლი ისე იყო მოკიდებული, რომ შესასვლელში, ჭიშკარს ვერც მივუახლოვდებოდით და ვერც ეზოში შეხვიდოდი, ზემოდანაც ვერ ჩავედით. ეს გოგო სიმწრისგან სახლში შევარდა და ჩემი და ამბობს, რომ შლანგი იყო შეერთებული და იმ შლანგით ფიქრობდა ცეცხლს ტანზე. მთელი ფეხები და ხელები სულ დამწვარი აქვს“, – უყვება „კურიერს“ შემთხვევის თვითმხილველი სოფო ხუნდაძე.

29 ივნისს დიდუბეში კაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა.

23 წლის დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ბრალდებული კი გუშინ გვიან ღამით დააკავეს, ის ბრალს აღიარებს.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი