ფაროსანას გამო რუსეთმა აფხაზეთიდან ხილ-ბოსტნეულის შეტანა აკრძალა

12 მარტს რუსეთის “როსსელხოზნადზორმა” აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ბარგით ან ხელბარგით შეტანა დროებით აკრძალა, რაც აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროებას უკავშირდება, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო sputnik-abkhazia ავრცელებს.

“მავნებელი 2016 წელს გამოჩნდა, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანი 2017 წელს გალის რაიონს მიაყენა. როგორც იცით, მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფლის მეურნეობა, ხოლო შემდგომ ფაროსანა მთელ რესპუბლიკაში გავრცელდა” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა საკარანტინო ინსპექციის ხელმძღვანელმა, არკადი ჯინჯიამ.

მისივე თქმით, რადგან ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელდა, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთშიც გავრცელდება, სწორედ ამიტომ მიიღო რუსეთმა ამგვარი გადაწყვეტილება. აფხაზეთის სპუტნიკის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკრძალვის მოსახსნელად აქტიურად მუშაობს.

Sputnik-abkhazia-ს ინფორმაციით, “როსსელხოზნადზორმა” საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, აფხაზეთიდან გასული მგზავრების ბარგში ყავისფერი ფაროსანა აღმოაჩინა.

 

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი