“უხერხულია მისი მხრიდან და არა მხოლოდ ტელევიზიაზე ვიხილეთ თავდასხმა, “: რისგან და ვისგან იცავდა “იმედი” გახარიას? – რას იხსენებს მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ყოფილი თანაგუნდელის და პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა:

“დღეს ვნახეთ თავდასხმა “იმედზე”, მაშინ, როცა “იმედი” მას იცავდა ამორალური კამპანიისგან და ეს ამორალური კამპანია მოდიოდა იმ ტვ პირველისგან და დღეს უკვე პირიქით ატრიალებს ამ ყველაფერს და ლაპარაკობს იმათ საწინააღმდეგოდ, რომელმაც მისი სიმართლე, თუ რაიმე ნაწილში მისი სიმართლე მდგომარეობდა. მყარად დაიცვა. უხერხულია მისი მხრიდან და არა მხოლოდ ტელევიზიაზე ვიხილეთ თავდასხმა, ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, სამსახარაულზე თავდასხმა არ მოფიქრებია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც კი. არავინ ფიქრობდა არც კოკაინზე, არც მსგავსს საკითხებზე და ჯანსაღი ცხოვრებსი წესზე დაწყებული კამპანია, გადაიქცა თავის მართლების კამპანიად, აპირებენ უცხოეთში ბანკებით სირბილს, საქართველოში, თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია ბანკებით სირბილი.”

რეკლამა

დაწერე კომენტარი