თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უხარვეზოა – კახა კალაძე

კახა კალაძე

3 თვიანი შესწორებების შემდეგ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უხარვეზოა – ეს განცხადება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ გააკრიტიკა ოპოზიცია და მათ განცხადებებს გენგეგმასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული უწოდა.

მისი თქმით, გეგმის პირველი ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ახლანდელი რედაქცია კი დედაქალაქის გრძელვადიანი და სწორი განვითარების გარანტიაა.

„ჩვენ მივიღეთ გამართული დოკუმენტი სითი ინსტიტუტთან მუშაობის შედეგად, დღეს გვეუბნებიან, რომ დოკუმენტი ეს არის ხარვეზიანი, არის უამრავი პრობლემა შიგნით, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ არ ვიღებთ ამ გეგმას, ისინი პირიქით შემოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან, რომ აი, თქვენ აზარალებთ დედაქალაქის განვითარებას და აუცილებლად უნდა მიიღოთ. უბრალოდ გასაკვირია, ყველა რეფორმის განხორციელების დროს, მატ აქვთ ერთი და იგივე პოზიცია,“ – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, ასევე უნდა შეიზღუდოს მოძველებული ავტომობილების იმპორტი.

მთავრობის სხდომაზე დღეს კონკრეტულ ინიციატივებზეც ისაუბრეს, რომელიც თბილისში სამშენებლო სამუშაოების დროს მტვერსა და ხმაურს შეამცირებს.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი