უძრავი ქონების რეგისტრაცია 2016 წელს გასულ, 2015 წელთან შედარებით გაზრდილია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა. 2016 წელი 2012-2015 წლებთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წელთან (495 128 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 30.7%-ით, 2013 წელთან (482 475 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 34.1%-ით, 2014 წელთან (519 763 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 24.5%-ით, 2015 წელთან (546 830 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 18.3%-ით.

cyc

წინა წელთან შედარებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წელთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2016 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.1%-ს მეორადი, ხოლო 22.9%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წელს კი, შესაბამისად, 81.1% და 18.9%).

რეკლამა

დაწერე კომენტარი