უცნობმა გერმანელმა ქუთაისელ ხუთშვილინ დედას 10 000 ევრო უანდერძა

ქუთაისში მცხოვრებ მეროიანების სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს გერმანელმა ქველმოქმედმა 10 000 ევრო უანდერძა. ინფორმაციას „ქუთაისიპოსტ” ავრცელებს.

მეროიანების ოჯახს 2017 წელს გერმანელი როლფ ბარბიანის დატოვებული ანდერძი ქუთაისში, გოეთეს ცენტრში წაუკითხეს, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ანდერძის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გარდაცვლილის მეგობარი, გერჰარდ მიულერი.

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებს გერმანიაში არსებული ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფი ეხმარება. აღნიშნული ორგანიზაცია გერმანიაში შემოწირულობებს აგროვებს. ასევე, 2006 წლიდან 20 მეურვე ოჯახი ჰყავთ.

-260 სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით ქუთაისში. ერთ-ერთ ასეთია მეროიანების ოჯახი. ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა, რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების ოჯახს თავისი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000 ევროს აძლევს, – ამბობს ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, გერჰარდ მიულერი.

მისი თქმით, თანხის განკარგვა ოჯახს თავისი სურვილისამებრ შეუძლია.

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი