“უშენობა არ არსებობს! პაღუნია… არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული , ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის”

დღეს ცნობილი ტელეწამყვანისა და მსახიობის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ახლობლები მის გასახსენებლად იკრიბებიან, ოჯახის წევრები კი სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ დღევანდელ სევდიან დღეს.

„სიტყვები როგორ მინდა შევარჩიო ვცდილობ მაგრამ არ ამომდის პირიდან სათანადო სიტყვა… არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული , ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის , ყოველთვის ყველაფერს ხარბად მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებდი… მამა მადლობა ამხელა დაუნდობელ სიზმარშიც რომ მაძლიერებ ამ დროსაც რომ ცდილობ ბედნიერი ვიყო … არააქვს სიტყვებს არანაირი აზრი არ ვცნობ უშენობას არ წავიკითხავ არცერთ სიტყვას რომელიც შენთან არაფერშუაშია!!!! ამდენი დღე გავიდა უშენოდ …ჩემთან ხარ ყოველწამს. უღრმესი მადლობა შენი აქ ყოფნით მაძლიერებ უშენობა არ არსებობს! პაღუნია“ – დაწერა გოგიჩაიშვილმა

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გოგიჩაიშვილი 4 ივლისს გარდაიცვალა. მას წლების წინ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო პერიოდში გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი განსაკუთრებით პოპულარული საბავშვო გადაცემა “ბასტი-ბუბუზე” მუშაობით გახდა.

loading...

პოპულარული

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო
სტივენ სპილბერგის შვილი პორნომსახიობი გახდა - ფოტოები
ერთი კოლოფი იმპორტული სიგარეტი, სავარაუდოდ, 15 ლარამდე ეღირება
"კიბეზე ჩამოუგორებია ლეიბით და ბეღელში შეუტენია ვირთხასავით, მოკუნტული შედო ჩემი შვილი" - საჩხერეში მომხდარი დანაშაულის დეტალები და უმძიმესი ვიდეო
დაწერე კომენტარი