„ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა, ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალთა მიმართ ძალადობას ეხმაურება და სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს წერს:

„ხანდახან ქალებს არაცნობიერად ისიც შურთ, როცა სხვა ქალს კლავენ. გშურდათ კარმენის? რა გშურდათ? მისი თავისუფალი ნება, თუ ის, რომ იმდენად მომაჯადოებელი იყო, იმდენ ვნებას იწვევდა, მოკლეს. იქნებ ორივე ერთად? ხანდახან ქალები იმედგაცრუებული რჩებიან, თუ ქალს არ კლავენ, კიდევ უფრო იმედგაცრუებული, თუ ქალი თავს არ იკლავს. ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში. ამიტომაც არსებობენ ესესელი ქალები თუ ზონდერ-ქალები ნებისმიერ დროს და უხვად.

ყველა ქალი, რომელსაც მსხვერპლზე გადააქვს დანაშაული, მკვლელი არაა, უბრალოდ მშიშარაა. იმდენად ეშინიათ, მსხვერპლი არ გახდნენ, რომ მიზეზს ეძებენ, რომელსაც “თუ არავის მისცემენ, გადარჩებიან”. თუმცა მეორე მხრივ, ყველა მხდალი პირდაპირ თუ ირიბად, მკვლელია.

არ არსებობს მიზეზი, რომელიც ვინმეს თქვენი მოკვლის უფლებას ანიჭებს. ნუ ჩხრიკავთ მიზეზებს და მოიშორეთ უმწეობა.

“ადამიანი მტაცებელი ცხოველია, დანარჩენი ყველაფერი მლიქვნელობაა” – მაქს ფრიში.

გაგიკვირდებათ და ჩვენც ადამიანები ვართ, მაშასადამე მტაცებლები. ხოდა არავის აჩვენოთ შიში და ტკივილი, ეს მოძალადეში არ იწვევს სიბრალულს, მეტად აღვიძებს სადისტს. აჩვენეთ ბრაზი და ეშვები. ის ყველას გვაქვს, საკმარისად ბასრი“.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი