“უფრო ბურუსით მოცული ხდება თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმე…”

tamar-bachaliashvili

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის იდუმალი გარდაცვალების საქმეში პასუხები უფრო და უფრო ჭირს.

„რაც უფრო შორს მივდივარ, უფრო და უფრო ბურუსით მოცული ხდება თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმე. კითხვები კიდევ უფრო გამრავლდა და პასუხები უფრო და უფრო ჭირს,“ – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძე იყო ის პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თამარის ე.წ. შეყვარებულ ბაჩნა ლოჯანიძესა და ასევე, პროგრამისტის მეგობარ დეასთან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაწერა. 

დაწერე კომენტარი