საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს

ტამიფლუ

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს. 

ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრნა, დავით სერგეენკომ, გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს, დღის პირველივე ნახევრიდან, შესაძლებელი იქნება წამლის გაცემის დაწყება.   

„ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს ანტივირუსულ პრეპარატს რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის: ორსულები, მელოგინეები, ასაკოვნები, ბავშვები და სოციალურად დაუცველები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ პრეპარატის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სახის სხვა ბარიერს შეადგენს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში. გვიან ღამით გვქონდა ბოლო განხილვა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს უფასოდ, რათა ფინანსური ბარიერი საერთოდ განულდეს.

“მე ეს დავალება მივიღე გუშინ საღამოს. დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ შაბათს, დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება,” – განაცხადა გუშინ სერგეენკომ. 


პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი