უსუფაშვილი თუ ზურაბიშვილი? ვის დაუჭერს ოცნება მხარს? – ,,ამომრჩეველი, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, ჩემკენ გამოიხედავს“ _ დავით უსუფაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ,,შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით უსუფაშვილსესაუბრა.

შავი ჩაი ასკილით

_ ბატონო დავით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. ,,ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, დამოუკიდბელ  კანდიდატს დაუჭიროს მხარი. რამდენად რეალური შეიძლება იყოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გუნდმა მხარდაჭერა თქვნსსასარგებლოდ დააფიქსიროს?

_ არ მქონია არანაირი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონსულტაციები ,,ქართულოცნებასთან“. ჩემი გადაწყვტილბა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არ ყოფილა და არ არის დამოკიდებული ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე. ვარ დაინტერესებული, რაც შეიძლება ბევრმა ამომრჩეველმა დამიჭიროს მხარი. მხარი დაუჭიროს იმ მიდგომებს, რომლებიც მაქვს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ამომრჩეველი დავარწმუნო, რომ  ჩემი მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

_ რა შედეგს ელოდებით საპრეზიდენტო არჩვნებში, როგორია თქვენი წინასაარევნო პროგნოზი?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი დამიჭრს მხარს. პირველ რიგში, ის ხალხი, რომელმაც  2012 წელს, ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, მხარი დაუჭრა ცვლილებას. მე ვარ იმ საქმის ერთგული,რომლმაც მაშინ გაგვაერთიანა, ამიტომ არ გამიკვრდება, თუ ამომრჩეველთა ის სერიოზული ნაწილი, რომელიც,,,ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, ჩემკენ გამოიხედავს.

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს, იხილოს ისეთი სახელმწიფო მეთაური, რომელიცქვეყან გააერთიანებს. არის მოთხოვნა ისეთ ადამიანზე, რომელმაც იცის ჩვენი ქვეყნის ავკარგიანობა, რომელსაც ჰქონია შეხება მაღალი დონის სახელმწიფო სამსახურთან, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობაშიმჭიდრო ჩართულობა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ვარ ერთ-ერთი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი ამ ქვეყანაში.

_ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, აღიქვამთ რომელიმეს ძლიერ კონკურენტად?

ამ არჩევნებში ჩემი მთვარი კონკურენტია მოსახლეობაში გამეფებული ნიჰილიზმი, რასაც მოწმობს არჩვნებისკვლევები, რომლებიც ეუბნება, რომ მოსახლეობის ნახევარზე  მეტი დაინტერესებული არის ჰყავდეს ფავორიტი კანდიდატი და პოლიტიკური ძალა, მაგრამ ასეთს ვერ ხედავს. საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო მოვლენასთან, როდესაც ნანატრი დამოუკიდებლობა ბედმა გვარგუნა და სადაცაა ხალხმა ხელი ჩაიქნია, რომ საკუთარი პრეზიდენტი არიჩიოს. მთვარი კონკურენტია ხალხში გამეფებული ,,სულერთიანობა“, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი და ა. შ. ამასთან მექნება ბრძოლა, წარმატების შემთხევაში კი, ვფიქრობ, საარჩვნოწარმატება გარანტირებულია.

_ ბატონო დავით, პარლამენტმა, პრეზიდენტის უფლებები კიდევ უფრო შეზღუდა. რატომ არის ეს თანამდებობა თქვენთის საინტერესო?

_ არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტს უფლებები შეუზღუდეს. ჩვენ გადავედით მართვის სხვა ფორმაზე, ანუსაპრეზიდენტო მმართვეობიდან გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე. მმართვობის სისტემაშეიცვალა და  მეტი ფუნქციები დაეკისრა პრემიერ-მინისტრს. ევროპული სახელმწიფოების 95% არის სწორედ ამ მოდელზე აწყობილი და თვლით, რომ რომელიმე ევროპულ სახლმიფოში პრეზიდენტის როლი და ფუნქციები არის უბრალო? საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის მართვა-გამგეობის სისტემაში ცალკე გამოიყო სახელმიფოსმეთაურის ფუნქცია, რაც კარგია. 

_ ხშირად საუბრობთ  პოლიტიკურ გეგმებზე, სამომავლოდ ვინ შეიძლება ვიხილოთ თქვენს გუნდში?

_ საპარლამენტო არჩვნებისთვის შექმნილ გუნდში ახლაც ხედავთ და მომავლშიც იხილავთ ძალიან ბევრ კვალიფიციურ ფიგურასა და  სპეციალისტს. ჩვენ პოლიტკურ ძალაში გვეყოლება, დაახლოებით, 200თანალიდერი. ისეთი მყვირალა სახეები, რომლებსაც ყველა იცნობს, თუმცა, მისი მიღმა რა კვალიფიკაცია დგას ხშირად გაუგებარია, არ არის ჩვენთვის საინტერესო.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი