უსაფრთხოების გაძლიერება და დანაშაულთან ბრძოლა – ევროკავშირი საქართველოს 28 მილიონი ევროთი დაეხმარება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი. ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად 28 მილიონს გამოუყოფს.

გარდა ამისა, ევროკავშირი 19 მილიონამდე ევროს ქვეყანას აძლევს იმისთვის, რომ ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდაჭერა მოხდეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოში იმყოფებიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

დაწერე კომენტარი