უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ – ომბუდსმენი წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს

ნინო ლომჯარია

უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ – ასე აფასებს სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში შეტევას მესამე სექტორზე.

ნინო ლომჯარიამ გასული წელი შეაჯამა. ომბუდსმენმა წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ისაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

შემაჯამებელ დოკუმენტში მოხვდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, რომელსაც ნინო ლომჯარია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე წარიმართა საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველი, ასევე მეორე ტური.

„ძალიან დაძაბულ, პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი, განსაკუთრებით კი მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,“ – ამბობს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, განსაკუთრებით აგრესიული კამპანია იყო მიმართული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.

„უპრეცენდენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩევლებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის და მოსყიდვის შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტების შესახებ ინფორმაცია,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი