„დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მინისტრების გარეშე მოვიდა“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

„ფიქტიური მინისტრები გვიზის. პირველად დავინახეთ, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მინისტრების გარეშე მოვიდა,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში გააკეთა.

მან დროებით მთავრობაზე ისაუბრა და აღნიშნ, რომ მთავრობის შემადგენლობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. რომან გოცირიძის თქმით, საპროტესტო აქციების დროს მოსახლეობა მოითხოვდა არა გიორგი კვირიკაშვილისა ან მიხეილ ჯანელიძის გადადგომას, არამედ მთელი მთავრობის შეცვლას.

„რადგან კომიკური ვითარებით დავიწყე, მეც თვითკრიტიკული ვიქნები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ კურიოზულ თემას გავიხსენებ. როდესაც ერთ-ერთი პრემიერი, რომელმაც დიდი რეფორმები გაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, რაღაც პერიოდში ტემპს ჩამორჩა, რაღაცებს ვერ აკეთებდა ისე, შალვა ნათელაშვილმა მას უწოდა დაღლილი ვირი. ეს იმდენად ხატოვანი გამოთქმა იყო, რომ სანამ ვიღაცა დაღლილ ვირს გიწოდებს, ეს მთავრობა დროზე უდნა შეგვეცვალა. რას ვხედავთ ჩვენ, წარმოგვიდგინეს ახალი ძველი მთავრობა და როგორია ეს კაბინეტი, დაღლილი, ენერგიაგამოცლილი, ქანცგაწყვეტილი, მორჩილი, არაფორმალური მმართველის თვალებში მაცქირალი, მორალურად გაწყვეტილი. „მინისტრთა კაბინეტი არის დრომოჭმული და ამორტიზებული. კვლავ შემოგვაჩეჩეს ძველი მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც ნდობა დაკარგა საზოგადოების თვალში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი