უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი პარლამენტარები მოსკოვში, რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის?

პატრიოტთა ალიანსი” მზად არის, მოსკოვში წავიდესდა რუს დეპუტატებს შეხვდეს ოკუპირებულტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ადა მარშანიამ პარლამენტისტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთადროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობისდეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის მზადარის, ადა მარშანიასთან ერთად წავიდეს მოსკოვში. თუადა მარშანია რუსეთში წასვლაზე გადაწყვეტილებასმიიღებს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე შეიძლებაშევთავაზო, წამოგყვები-მეთქი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

 

უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი პარლამენტარები მოსკოვში, რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 

ლადო ვარდოსანიძე არქიტექტორურბანისტი): ადრე თუ გვიან დიალოგის დაწყება მოგვიწევს. თუმცა, ეს საერთო კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს და მე ვერ გეტყვით, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსრა კონცეფცია აქვს იმისთვის, რომ მოაწესრიგოს ეს ურთიერთობა.

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ასეთი პასიური პოლიტიკა, როგორიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, სიგიჟისა და ღალატის ტოლფასია. გააჩნია რაზე წავლენ, თუ ტერიტორიულ მთლიანობასთანდაკავშირებით დაიწყება საუბარი, ეს დიალოგი ნებისმიერ დროს უნდა დაიწყოს.

გია ბუღაძე (ფერმწერი): არა, მესამე მხარის გარეშე ვთვლი, რომ არ უნდა წავიდნენ. ევროკავშირისადა დასავლელი პარტნიორების გარეშე არ უნდა მოხდეს დიალოგის დაწყება, რადგან ეს ისევ და ისევიქნება კაპიტულანტური პოზიციის გამოხატულება. რუსი პოლიტიკოსები და კულტურისწარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომ საქართველო მათი პროვინციაა. ეს უსაზღვროდგაუმართლებელი და უაზრო დათმობის პოლიტიკის შედეგია. ამიტომ არავითარი პირდაპირიკონტაქტები რუსეთთან არ შეიძლება.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება კარგად ორგანიზებულიშეხვედრა, თუნდაც მცირეოდენი შედეგის მოტანისთვის. თუმცა შესაძლოა, ესეც კარგი იყოს, რადგანმახსოვს, როგორ ნელ-ნელა დაიწყეს ევროპაში იმის დანახვა, რომ ჩვენ აფხაზების დახოცვა კი არგვინდოდა, არამედ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა. ევროპელებსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთთანდიალოგს აზრი არ აქვს. წავიდნენ და დაელაპარაკონ, თუმცა ეს საუბარი არაფრით დამთავრდება. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან იმ ადამიანებს ჩვენთან მეგობრობა კი არა, ჩვენი ტერიტორიებიუნდათ.

პოპულარული

უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
მაიორ დვალიშვილს, რომელმაც ლევან იზორიას ძმისსკანდალური კადრები გაასაჯაროვა, ხელისუფლება ატერორებს - საგანგებო განცხადება
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
პოლიტიკური დევნა, სასამართლო, არჩევნები - სენატორ როჯერ ვიკერის უმწვავესი წერილი საქართველოს მთავრობას
ქვემო ქართლის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა
ნინი შონია და გიორგი ძოწენიძე "სკანი ჭირი მას" საოცრად ასრულებენ (ვიდეო)
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
"დეპუტატებს მოთმინების ფიალა აევსოთ" - ნარმანია ხაბეიშვილის ცემას ეხმაურება
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
დაწერე კომენტარი