“უნდა ვემზადოთ ივანიშვილ-მეჯღანუაშვილის შემდგომი ეპოქისთვის უკვე დღეს …”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

შავი ჩაი ასკილით

 

ვიდეომიმართვაში სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის” დირექტორებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ერთად შარშან 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი აიღეს და როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ეს იმ ფონზე, როდესაც „ხალხმა დაკარგა ბიზნესები და ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს”.

 

სააკაშვილი გამოსავალს ხელისუფლების შეცვლასა და „ივანიშვილ-მეჯღანუაშვილის შემდგომი ეპოქისთვის” მზადებაში ხედავს.

 

„მინდა დავუბრუნდე ბანკების თემას. თქვენ იცით, რომ იმ ზემოგებების ხარჯზე, რომელიც აქვთ ბანკებს, პრაქტიკულად, ნადგურდება საქართველოს ეკონომიკა. ახლა ვნახე ციფრები. „საქართველოს ბანკის“ დირექტორს გილაურს და „თიბისი ბანკის“ დირექტორს ბუცხრიკიძეს ერთად აქვთ აღებული შარშან 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი.

ეტყობა მე რაღაცას ვერ ვხვდები. ჩვენ ყველას გვაქვს მიღებული რაღაც განათლება. თქვენს უმეტესობას აქვს ბევრად მეტი დამსახურება საქართველოს წინაშე, ვიდრე ამ ორ სუბიექტს. რის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება, ამხელა ხელფასი? ეს ხომ არის ნამდვილი გაღორება იმის ხარჯზე, რომ ხალხმა დაკარგა ბიზნესები, სახლები, მანქანები, საბანკო ანგარიშები დაუხურეს, ვერ იხდის სწავლის გადასახადს, ყოველ მეორე პენსიონერს აქვს ბანკის ვალი, ახალგაზრდები მასობრივად გაედინებიან ქვეყნიდან და ესენი იწერენ თითოეული, უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე იღებს 13 000 ქართველი პენსიონერი ერთად აღებული. ეს არის დიდი უსამართლობა. ამიტომ, ჩვენ ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი.

პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების შესვლა. ახლა სადმე რაღაც მოგება რომ გაფაჩუნდება – თვითონ აქვთ მთელი ინფორმაცია კლიენტებზე, შედიან ამ კლიენტებთან და ახრჩობენ მათ – ხურავენ მათ წარმოებას, ანადგურებენ მათ ფერმებს, უსპობენ პერსპექტივას, რათა თავისთვის მიიღონ ზემოგება და კიდევ უფრო მეტი ფული ჩაიდონ ამ მევახშეებმა ჯიბეში.

 

მეორე – გადავადებულ სესხებზე პროცენტები მკვეთრად უნდა შეიზღუდოს. მესამე – რა თქმა უნდა, უნდა დავაწესოთ ზედა ზღვარები საბანკო განაკვეთებზე და მაისის დასაწყისიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს უსამართლო ვალების აღრიცხვას და ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ შევქმნით საკრიზისო ფონდს, რომელიც ორწლიანი მორატორიუმის პოლიტიკას გაატარებს ამ უსამართლო ვალების მიმართ.

საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს არ რჩება დრო. ქართულ ოჯახებს არ რჩება დრო. ქვეყანა ცარიელდება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეულ ჩვენ პენსიონერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 400 ლარი პენსია. თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი, თითოეულ პოლიციელს და სხვა ოფიცერს ჰქონდეს მინიმუმ 2000 ლარი და რაც მთავარია, მოიხსნას წნეხი მევახშეების მხრიდან ქართულ ოჯახებზე.

ეს არის სრულიად რეალისტური რამ. ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ქმედება დაუყოვნებლივ, გადაუდებლად. ჩვენ უნდა ვემზადოთ ივანიშვილ-მეჯღანუაშვილის შემდგომი ეპოქისთვის უკვე დღეს. პარპაში ამ ეკონომიკის წურბელების – მევახშეების საქართველოში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდევაც. გაძლევთ ამის მყარ სიტყვას და მე ნამდვილად, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მოგატყუებთ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, მომავალ შეხვედრამდე“, აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი